სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ნიდერლანდების სახელმწიფო აუდიტის ოფისთან ერთობლივი პროექტები დაიგეგმა 27 ნოემბერი, 2019

სახელმწიფო  აუდიტის სამსახური ნიდერლანდების სახელმწიფო აუდიტის ოფისთან ერთად ერთობლივ პროექტებს განახორციელებს.

მომავალი თანამშრომლობის საკითხები ნიდერლანდების აუდიტის ოფისის  (NCA) საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ანდრეა ქონელმა   და საერთაშორისო პროექტების მენეჯერმა მარიკე ნორდჰოკმა  თბილისში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში  ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განიხილეს.   

ნიდერლანდების სახელმწიფო აუდიტის ოფისის წარმომადგენლებს გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი,  გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე და დეპარტამენტების უფროსები  შეხვდნენ და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარუდგინეს.     

მხარეები 2020-2021 წლებში  ერთობლივ  ღონისძიებებსა და ექსპერტულ გაცვლაზე შეთანხმდნენ. პროგრამაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ერთად მომიჯნავე სახელმწიფო უწყებებიც ჩაერთვებიან.

ნიდერლანდების აუდიტის ოფისის დელეგაცია თბილისში „ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს საოლქო პროგრამის“ ფარგლებში იმყოფებოდა.