სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ზაალიშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შედეგები გააცნო ASOSAI-ს წლიური კონფერენციის მონაწილეებს, რომელიც ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩატარდა.
15-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის მონაწილეობით გამართული კონფერენციის თემა იყო შესაბამისობის აუდიტებში თაღლითობისა და კორუფციის იდენტიფიცირებისთვის მეთოდოლოგიების გამოყენების პრაქტიკების გაცნობა.
კონფერენციის მონაწილე ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული უწყებების წარმომადგენლებმა ერთი კვირის განმავლობაში იმუშავეს ჩარჩოზე, რომელიც აუდიტის პროცესში ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდა INTOSAI IDI-ის მიერ ორგანიზებული თემატური სემინარი.
კონფერენცია ASOSAI-ს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის - იაპონიის და ფილიპინების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ორგანიზატორობით ჩატარდა.


