სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ლვოვში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამუშაო შეხვედრა გაიმართა 06 ნოემბერი, 2019

ქ. ლვოვში უმაღლესი აუდიტორული ორგანოების სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელორუსიისა და სომხეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ორდღიან სემინარზე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ექსპერტის მიერ წარმოდგენილი იყო საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების სამართლებრივი ჩარჩოების შედარებითი ანალიზის შედეგები.

შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსიის ფარგლებში იმსჯელეს ოთხი ქვეყნის გარე საფინანსო კონტროლის საკანონმდებლო ჩარჩოების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო სტანდარტებთან (ISSAI) შესაბამისობის საკითხებზე და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.

შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის - "აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარება 2030 დღის წესრიგის მონიტორინგისთვის" ფარგლებში ჩატარდა.