აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „მმართველობის მხარდაჭერა თურქმენეთში“ ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვია.
საპარლამენტო დელეგაციას თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მამრიკიშვილი და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო კერესელიძე შეხვდნენ. სტუმრები დაინტერესდნენ საპარლამენტო კომიტეტებთან ურთიერთობის, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტირების პროცესში საჯარო ფინანსების ზედამხედველობის თემებით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა შეხვედრაზე ისაუბრა სამსახურის მანდატისა და როლის, ანგარიშვალებულებისა და გამჭვირვალობის შესახებ, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის პროცესებზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების კონტროლის სტანდარტებზე. თურქმენეთის პარლამენტის წევრებს გააცნეს ის საერთაშორისო პროექტები, რომელშიც ჩართულია სახელმწიფო აუდიტის სამსახური, გაუზიარეს INTOSAI-სთან და EUROSAI-ს მუნიციპალიტეტების სამუშაო ჯგუფთან (TFMA) თანამშრომლობის პრაქტიკა.
თურქმენეთის დელეგაციამ სურვილი გამოთქვა, USAID-ის მხარდაჭერით გაფართოვდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარების მიზნით.