სახელმწიფო აუდიტის სამსახური

თორნიკე შერმადინმა ანტიკორუფციული კვლევის საერთაშორისო ტრენინგი გაიარა  17 ივნისი, 2024

ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა, 64 პროფესიონალთან ერთად მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) ინტენსიურ შვიდდღიან ტრენინგში, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩატარდა. 

ტრენინგს ესწრებოდნენ ავსტრიის, გერმანიის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, ბრაზილიის, სამხრეთ კორეის, კატარის და სხვა 20 ქვეყნის საჯარო თუ კერძო სექტორში ანტიკორუფციული მიმართულებით დასაქმებული პირები.

სესიები მოიცავდა თემების ფართო სპექტრს, როგორებიცაა გლობალური საკანონმდებლო ჩარჩოები, განვითარებადი ტექნოლოგიები, კორუფციის გამოვლენისა და გამოკვლევის ეთიკა და მეთოდოლოგიები. მათ შორის აღსანიშნავია, ხელოვნური ინტელექტის როლის საკითხები კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

ტრენინგს სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციის პრაქტიკოსი სპეციალისტები და პროფესორები უძღვებოდნენ, მათ შორის OECD-ს, GRECO-ს, ჟენევის დიპლომატიის აკადემიის, ლონდონის SOAS უნივერსიტეტის, ვენის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ვენის ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

თორნიკე შერმადინმა, კონკურსის წესით IACA-ს სრული დაფინანსება მოიპოვა. ტრენინგის წარმატებით დასრულების შედეგად იგი გაწევრიანდა კურსდამთავრებულთა ქსელში, რომელიც 168 ქვეყნის 5,800 წევრ პროფესიონალს აერთიანებს.