ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების აუდიტორებისთვის შვედეთის უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანიზაციამ ეფექტიანობის აუდიტთან დაკავშირებული ტრენინგი ჩაატარა, რომელიც აუდიტის პროცესში ანალიტიკური უნარების განვითარება/გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა.
ხუთდღიან ტრენინგკურსს საქართველოს, ალბანეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, თურქეთისა და კოსოვოს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, ანკარაში, თურქეთის უმაღლესი აუდიტორული უწყების ოფისმა უმასპინძლა.
ტრენინგი მოიცავდა თემატურ სასწავლო ვიდეოგაკვეთილებს, რაც მონაწილეებს კონკრეტული მაგალითების საფუძველზე მსჯელობის და საკუთარი გამოცდილებების გაზიარების შესაძლებლობას აძლევდა.
ტრენინგკურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი ნანა ვაჩაძე, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის წამყვანი აუდიტორი ნინო შუბითიძე და ამავე დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი ლიკა გეგეჭკორი ესწრებოდნენ.

