გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა წარადგინა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქმულია ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე, მათ შორის - განახლებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ფისკალურ დეფიციტზე, ფისკალური რისკების შეფასების საკითხებზე, ვალის განახლებულ პარამეტრებზე, ბიუჯეტის შემოსულობების ცალკეულ კატეგორიებზე, ბიუჯეტის გადასახდელებზე, მათ შორის, პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტირების საკითხებზე.
პლენარულ სესიაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებები დასამტკიცებლად ფინანსთა სამინისტრომ წარადგინა. სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილება, ძირითადად განაპირობა მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდამ 1 მლრდ ლარით.

