სახელმწიფო აუდიტის სამსახური

განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია 11 ივლისი, 2013

დღეს, 11 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია ჟურნალისტებს ადმინისტრაციის უფროსმა, არჩილ კიკვაძემ მიაწოდა.

განახლებული ვებგვერდის მეშვეობით ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს მაქსიმალურად მოკლე დროში - ოპერატიულად გაეცნოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის მისთვის საინტერესო მიმართულებებს, მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენი სამსახურის შესახებ და გამოხატოს თავისი პოზიცია და გამოთქვას მოსაზრებები.

  •  განახლებული ვებგვერდი დაყოფილია მიზნობრივი ჯგუფების - ინტერესების მიხედვით, კერძოდ, ცალკე ჯგუფად არის გამოყოფილი აუდიტი, სადაც იგულისხმება აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტორული საქმიანობები.
  • საჯარო ინფორმაციის მიღების მსურველს დროის დაზოგვის მიზნით, შეეძლება შევიდეს სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზე და მონახოს მისთვის სასურველი ინფორმაცია, რაც დაუზოგავს დროს, ენერგიას და ხშირ შემთხვევაში - ფინანსებსაც.
  • პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის კუთხითაც მნიშვნელოვნად გამარტივებულია ინფორმაციის მოძიება. ცალკე მიზნობრივ ჯგუფად არის გამოყოფილი აღნიშნული საკითხი და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მარტივად დაჯგუფებულია აღნიშნულ ბლოკში.
  • განახლებული ვებგვერდი მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებელზე, არის ადვილად მისახვედრი, მარტივი აგებულების, მინიმალური რესურსების მქონე კომპიუტერის შესაძლებლობებზე გათვლილი, რაც მნიშვნელოვნად გაუადვილებს მომხმარებელს ვებგვერდით სარგებლობას.
  • ვებგვერდი ადაპტირებულია სოციალურ ქსელებთან და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ერთ-ერთი მთავარი სიახლე: ვებგვერდს გააჩნია მთელი რიგი ფუნქციები უნარშეზღუდული მომხმარებლისთვის.

ვებგვერდი სისტემატურად განახლდება, შეივსება ახალი ინფორმაციით, რაც საბოლოოდ სახელმწიფო აუდიტის საქმიანობის მეტად გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს.

იხ. ტელესიუჟეტი