სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტორებმა პარლამენტში სამუშაო ჯგუფს ორი აუდიტის ანგარიში გააცნეს 05 მაისი, 2025

პარლამენტის აუდიტების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის და ეროვნული ბანკის კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები განიხილეს. 

სამუშაო ჯგუფის წევრებს მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის მიგნებები და რეკომენდაციები სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ზაალიშვილმა წარუდგინა. ეროვნული ბანკის კაპიტალური და ადმინისტრაციულს ხარჯების აუდიტის შედეგები  და გაცემული რეკომენდაციები სამუშაო ჯგუფის წევრებს საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა გააცნო. 

შეხვედრის მონაწილე აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სტატუსები წარმოადგინეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ამ დრომდე 14 ანგარიში წარადგინა.