ანგარიში შედგენილია "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედვით სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს პარლამენტს 2 წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვასთან და შესრულებასთან დაკავშირებით განხორციელებული აუდიტების შესახებ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2012-2013 წლებში ადგილობრივ თვითმმართველობაში განახორციელა 55 აუდიტი. სულ აუდირებულმა თანხამ შეადგინა 763 მილიონი ლარი. 55 აუდიტიდან 47 იყო ფინანსური და შესაბამისობის, 6 - ფინანსური, 1 - ეფექტიანობის და 1 - შედარებითი აუდიტი. დამტკიცებული ანგარიშები საჯაროა და მებისმიერი დაინტერესებული პირისათვის განთავსებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე.