Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე

განახლების თარიღი: 21:12:2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის   მიერ მომზადებული    დასკვნა  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე,  აფასებს წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობების და გადასახდელების საფუძვლიანობას და კანონიერებას.

ამავე დროს, მიმოიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე ტენდენციებს და მნიშვნელოვან საკითხებს და მათზე დაყრდნობით შეფასებულია კანონპროექტით წარმოდგენილი მონაცემების რეალისტურობა.

დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვაზე და მათი გათვალისწინება მიზანშეწონილია 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის ფორმირების პროცესში.