Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

აუდიტი

ხაშურის მუნიციპალიტეტი

გამოქვეყნების თარიღი: 07:11:2017

დეპარტამენტი: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტი

ტიპი: შესაბამისობის აუდიტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ (პროგრამის კოდი: 01 00) და „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის" (პროგრამის კოდი 03 00) პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 

მიმაგრებული ფაილები

ყვარლის მუნიციპალიტეტი

გამოქვეყნების თარიღი: 30:10:2017

დეპარტამენტი: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტი

ტიპი: შესაბამისობის აუდიტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტისა და 2015-2016 წლებში  „წარმომადგენლობითი და აღმასრულებებლი ორგანოების დაფინანსების“ (პროგრამის  კოდი  01 00) და „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“ (პროგრამის კოდი 03 00) - პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში

მიმაგრებული ფაილები

შუახევის მუნიციპალიტეტი

გამოქვეყნების თარიღი: 11:10:2017

დეპარტამენტი: აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ტიპი: ფინანსური აუდიტი

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა შუახევის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:

  • შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, 2016 წლის 31 მდგომარეობით, შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და არასაცხოვრებელი ფართების საიჯარო ხელშეკრულებების შედეგად, მოიჯარეების მიერ გადასახდელმა დავალიანებამ შეადგინა 34,9 ათასი ლარი, რაც არ არის ასახული ორგანიზაციის ბალანსში.
  • 2016 წელს შუახევის მუნიციპალიტეტმა თხოვების ხელშეკრულებით ა(ა)იპ „შუახევის ბაგა-ბაღის გაერთიანებას“ გადასცა მის საკუთრებაში არსებული, სოფელ სამოლეთში და სოფელ ჭვანაში მდებარე ბაგა-ბაღების შენობები და მიწის ნაკვეთები, რომელიც მუნიციპალიტეტს არ აქვს ასახული ბალანსში შესაბამისი ღირებულებით.
  • შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლისათვის, ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულების  ანაზღაურება, 3,8 ათასი ლარი, ნაცვლად სოციალური უზრუნველყოფის მუხლისა, გადახდილია თანამდებობრივი სარგოს მუხლიდან.
  • შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2015 წელს სოფელ შუბანში და სოფელ ფურტიოში ბაგა-ბაღების მშენებლობისათვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულად გამოცხადდა ერთი და იგივე კომპანია. ბაგა-ბაღების მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან შესაბამისად 6 თვე და 5 თვე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2015 წლის 31 დეკემბერი. წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის მიმწოდებელს ჯამში მიეცა 24 თვიანი პერიოდი. მიუხედავად ამისა, მშენებლობა არ იქნა დასრულებული. ხელშეკრულებების თანახმად, შემსყიდველს უფლება ჰქონდა ექსპერტის დასკვნის მოპოვებამდე შეეჩერებინა ანგარიშსწორება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არანაკლებ 20%-ის ოდენობით, რაც არ განუხორციელებია. ექსპერტიზის შედეგად დგინდება, რომ შუბნის ბაღის შემთხვევაში, რეალურად შესრულებულ სამუშაოს ღირებულებასთან მიმართებაში, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის 3,7 ათასი ლარით მეტია ანაზღაურებული.

            აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ იქნა აუდიტის ანგარიში და შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც გაეგზავნა აუდიტის ობიექტს.

სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო

გამოქვეყნების თარიღი: 10:10:2017

დეპარტამენტი: აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ტიპი: შესაბამისობის აუდიტი

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა  სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს 2015-2016 წლების   შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

  • Ø ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ავტომანქანის ნაცვლად, იმავე ღირებულებით ჩანაცვლებულია სხვა მოდელის, განსხვავებული პარამეტრების და ნაკლები მოცულობის ძრავის მქონე ავტომანქანა.      
  • Ø თბილისის საკორესპონდენტო პუნქტისათვის, 2016 წელში სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავებასთან დაკავშირებით  12,5 ათასი ლარის  სახელმწიფო შესყიდვა განხორციელებულია პრეტენდენტთა არაერთგვაროვანი მიდგომით.  
  • Ø თანამშრომელთა ორსულობისა და მშობიარობის გამო, საკომპენსაციო ხარჯი 11.3 ათასი ლარი, არაერთგვაროვანი მიდგომით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასაქმების ვადის გასვლის შემდეგ პერიოდზეა გაწეული. 
  • Ø თანამშრომლებზე უსასყიდლოდ გადაცემული 26,84 ათასი ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით სრულყოფილად ხარჯვა, წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დასტურდება.
  • Ø 2015-2016 წლებში, სამჯერადი სატელევიზიო ჩვენების უფლებით ლიცენზირებული ფილმების შესყიდვა არაერთგვაროვანი მიდგომით არის განხორციელებული, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არასათანადო მტკიცებულებით არის განსაზღვრული, ხოლო სატენდრო წინადადებით გათვალისწინებული ფილმების სახელობითი სიია არ არის  წარმოდგენილი.
  • ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხის და ხარჯთაღრიცხვის სხვა პირობებთან შესაბამისობის დადასტურების გარეშე, გადახდილია მიმწოდებელზე  56,6 ათასი ლარი.  

 

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული იქნა აუდიტის ანგარიში და აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით,  გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.

შპს „ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ 2015-2016 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი: 09:10:2017

დეპარტამენტი: აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ტიპი: შესაბამისობის აუდიტი

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა შპს  „ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ 2015-2016  წლების შესაბამისობის აუდიტი,  აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

  • სახელმწიფო შესყიდვების წარმოებისას ფიქსირდება პრეტენდენტთა მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომის ფაქტები. არ ტარდებოდა ბაზრის კვლევა და  ვერ დასტურდება სატენდერო მოთხოვნებთან მიწოდებული საქონლის შესაბამისობის მდგომარეობა; 
  • აუდიტის პერიოდში ფიქსირდება პაციენტთა მხრიდან „C“  ჰეპატიტის მართვის  პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების ზედმეტად გადახდისა და თანადაფინანსების კომპონენტის გამოუყენებლობის  ფაქტები, რაც უარყოფითად მოქმედებს მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვაზე; 
  • აუდიტის პერიოდში ფიქსირდება ცენტრში დასაქმებულთა შრომის არათანაბარი და არაობიექტური გარემო პირობები, რამაც დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება და შედეგად საფინანსო მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება განაპირობა;
  • წარმოდგენილი მასალების ანლიზიდან გამომდინარე, აუდიტის პერიოდში, არასწორი სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის, მომსახურების ამსახველი დოკუმენტაციის არასწორი და არასრული წარმოებისათვის, მუშაკთა უსაფუძვლო გათავისუფლებისათვის დაკისრებული გადასახდელების გათვალისწინებით, ცენტრის 2015-2016 წლების  ფინანსური შედეგი 280,5 ათასი ლარით გაუარესდა. 

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული იქნა აუდიტის ანგარიში და აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სიპები

გამოქვეყნების თარიღი: 28:09:2017

დეპარტამენტი: აუდიტის დეპარტამენტი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ტიპი: შესაბამისობის აუდიტი

სსიპ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი;

სსიპ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა“;

სსიპ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“ ;

სსიპ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა;

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის, სსიპ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღის“, სსიპ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის, „აფხაზეთის“,სსიპ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის 2015 და 2016 წლებში საბიუჯეტო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენებისა და ხარჯვის მიზნობრიობის შესაბამისობის აუდიტი.

ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა რიგი ნაკლოვანებები, კერძოდ:

  • სსიპ ,,ცეკვის ანსამბლის“ წერილით აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შეთანხმების მიზნით წარედგინა 2016 წლის საშტატო განრიგი. აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპასუხო წერილით ანსამბლს ეცნობა, რომ აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო არ ეთანხმებოდა ანსამბლის მიერ წარმოდგენილ საშტატო ნუსხის პროექტს, ვინაიდან, პროექტის მიხედვით გაზრდილი იყო დირიჟორის, ქორეოგრაფისა და კადრების ინსპექტორის შრომის ანაზღაურება, ასევე დამატებული იყო მთავარი დირიჟორისა და მთავარი ქორეოგრაფის თანამდებობები შრომის ანაზღაურების მაღალი განაკვეთებით, რაც გავლენას იქონიებდა ბიუჯეტის მოცულობაზე. შესაბამისად ანსამბლს ეთხოვა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შენიშვნების გათვალისწინება და კორექტირებული საშტატო განრიგის წარმოდგენა. თუმცა, ანსამბლს არანაირი კორექტირება არ განუხორციელებია და სამინისტროში შესათანხმებლად უცვლელად წარადგინა 2016 წლის საშტატო განრიგის პროექტი. ამასთან, ანსამბლის მიერ 2016 წლის საშტატო ნუსხის პროექტზე მიღებული უარი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში არ გასაჩივრებულა. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის საშტატო განრიგის პროექტზე არ არსებობდა თანხმობა, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მოთხოვნის გაუთვალისწინებლად და მოქმედი კანონმდებლობის შეუსაბამოდ, 2016 წელს დირიჟორზე, ქორეოგრაფზე და კადრების ინსპექტორზე მაინც გაიცა ხელფასები გაზრდილი ოდენობით, ხოლო მთავარი დირიჟორი და მთავარი ქორეოგრაფი აყვანილ იქნენ აღნიშნულ თანამდებობებზე და ჩაერიცხათ 2016 წლის საშტატო ნუსხის პროექტით გათვალისწინებული თანხები (სხვაობა 27,300.00 ლარი) „შრომის ანაზღაურების“ მუხლიდან. 2015 წლის (შეთანხმებული-მოქმედი)საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა ნაწილს (პედაგოგ-რეპეტიტორ - 2, მუსიკოსი - 4 და მსახიობი - 20) ხელფასები ჩაერიცხათ „საქონელი და მომსახურების“ მუხლის „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების“ ქვემუხლიდან. ხელფასის გაანგარიშება ხდებოდა საშტატო განრიგის, შრომითი ხელშეკრულებებისა და თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანებების საფუძველზე, სამსახურში თანამშრომელთა ფაქტიური ყოფნის შესაბამისად. თუმცა, ორგანიზაციის დოკუმენტბრუნვის შესწავლით დადგინდა, რომ დადებულ შრომით ხელშეკრულებებსა და გამოცემულ ბრძანებებში არ იყო დაკონკრეტებული მოსამსახურეების საშტატო თუ შტატგარეშე მომუშავის სტატუსი და არც რაიმე სახის სხვა ტიპის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დოკუმენტი არ გამოცემულა სადაც განსაზღვრული იქნებოდა მსგავსი სტატუსი. ანსამბლის მიერ 2015 და 2016 წლებში სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის მიზნით არ გამოყენებოდა სპეციალური ტექნიკური საშუალება, არ იყო დადგენილი და შესაბამისად ნაწარმოები სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის (წასვლა-მოსვლის) ჟურნალი და სამუშაო დროის გამოყენების და ხელფასის გაანგარიშების ტაბელი;
  • 2015 წელს სსიპ ,,ცეკვის ანსამბლის“  12 თანამშრომელი  მივლინებული იყო ჩინეთში ”MISS Chinese Internacional Pageant 2015”-ის საფინალო ღონისძიებაში  მონაწილეობის მიღების მიზნით. მივლინებული პირები საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფილი იყვნენ მომწვევი მხარის მიერ.  დადგენილი კანონმდებლობით მოსამსახურეებისათვის უნდა ანაზღაურებულიყო სამივლინებო თანხის  სადღეღამისო  ნორმის 30%, რაც შეადგენდა 9 აშშ დოლარს (21.54 ლარს).  გასაცემმა თანხამ შეადგინა - 2,584.44 ლარი. ორგანიზაციის მიერ ფინანსური სახსრების უქონლობის გამო ეს თანხა ზემოაღნიშნულ თანამშრომლებზე არ გაცემულა და არც ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულა ვალდებულებად; 2015 წლის   მაისში  სსიპ ,,საგუნდო კაპელამ“  მიიღო მოწვევა იტალიის ქ. რიმინიში „Internacional Choir Competition 2015”-ის, ხოლო ივლისში ქ. ლუკაში “Puccini Internacional Choir Competiton”-ის საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად. სსიპ ,,საგუნდო კაპელის“ 30 თანამშრომლის იტალიაში მივლინების შესახებ ბრძანების საფუძველზე, 2015 წლის სექტემბერში გაფორმდა ხელშეკრულება "შპს ვიზა მენეჯმენტ სერვის ჯორჯიასთან" მივლინებული თანამშრომლების სავიზო დოკუმენტაციის იტალიის რესპუბლიკის საკონსულოში წარდგენის მომსახურებისათვის, რისთვისაც გადახდილ იქნა 2,250.00 ლარი. ოცდაათივე თანამშრომელზე სავიზო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა აღნიშნული მივლინება იტალიაში ვერ შედგა, რადგან კაპელის მიერ ვერ მოხერხდა მივლინებული თანამშრომლების დაბინავებისათვის აუცილებელი სამივლინებო თანხების მოძიება. კერძოდ, სავიზო ხარჯების გაწევისა და ვიზების მიღების შემდეგ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში და ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრში დაფინანსების მოსაპოვებლად წარდგენილ განაცხადებზე, მიღებულ იქნა უარი. ფაქტობრივად, კაპელის მიერ საკუთარი შემოსავლებით სავიზო დოკუმენტაციის  საკონსულოში წარდგენის მომსახურებისათვის გადახდილი თანხა - 2,250.00 ლარის ოდენობით (სხვა აუცილებელი დაფინანსების არქონის პირობებში), მიუთითებს სახსრების არაეფექტიან და არაპროდუქტიულ განკარგვაზე და დაგეგმვის ეტაპზე ორგანიზაციული პროცესების მართვაში არსებულ პრობლემებზე;
  • 2015 წლის ივნისში დასრულდა სსიპ ,,თეთრ ტალღასა“ და განთავისუფლებულ 2 თანამშრომელს შორის 2014 წელს დაწყებული სასამართლო დავა. მიუხედავად იმისა, რომ თეატრისთვის ცნობილი იყო აღნიშნული სასამართლო პროცესის ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობაზე შესაძლო ზეგავლენის შესახებ, ორგანიზაციის მიერ რისკების სწორად განსაზღვრა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვა (პირობით ვალდებულებებად) არ მომხდარა.
  • სასამართლო გადაწყვეტილებით, სსიპ ,,თეთრ ტალღას“ დაეკისრა მოსარჩელეებისათვის 9 თვის განაცდური ხელფასის სახით თანხის ჩარიცხვა 2015 წლის 25 მაისამდე ჯამში - 8,850.00 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი ინფორმაციით სახსრების უქონლობის გამო თეატრის მიერ ვალდებულებების დაფარვა დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა. 2015 წლის 11 სექტემბერს თეატრს აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალური სამსახურის წერილით მოუვიდა შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლითაც ორგანიზაციას დაეკისრა სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება და თანხის ჩარიცხვა შესაბამის ანგარიშზე დაკისრებული საურავების გათვალისწინებით, რაც ჯამში შეადგენდა - 9,148.50 ლარს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სახსრების უქონლობის გამო თეატრმა დავალიანების დასაფარად მაკონტროლებელთან შეთანხმებით აიღო სესხი 9,000.00 ლარის ოდენობით (06.11.2015 წ. სასესხო ხელშეკრულება მოქ. მ. ყურაშვილთან უპროცენტო სესხის აღებაზე). აუდიტის პერიოდში აღებული სესხიდან თანხები საერთოდ არ დაფარულა და იგი ირიცხებოდა, როგორც 9,000.00 ლარის გრძელვადიანი ვალდებულება. ამდენად, სსიპ ,,თეთრი ტალღის“ ხელმძღვანელობის შეუსაბამო გადაწყვეტილებით ფაქტობრივად თანამშრომელთა უკანონო განთავისუფლებამ და რისკების არასწორად შეფასებამ გამოიწვია დამატებითი (გაუთვალისწინებელი) ხარჯები, რომლებმაც ზეგავლენა მოახდინა ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობაზე, რაც მიუთითებს ფინანსური სახსრების არაეფექტიან და არაპროდუქტიულ განკარგვაზე;
  • სსიპ ,,თეთრი ტალღის“ მიერ 2015 და 2016 წლების სახელმწიფო შესყიდვების გეგმები ატვირთული იყო დაგვიანებით. ასევე, 2015 წელს გაფორმებული 54 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების დადებისას 43 შემთხვევაში, ხოლო 2016 წელს 61 ხელშეკრულებიდან 5 შემთხვევაში არ იყო გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა სულ მცირე 30 დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების, მომსახურების ან/და სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტებით რაიმე ფინანსური ზარალი არ დამდგარა, ადგილი ჰქონდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობას;
  • სსიპ ,,ცეკვის ანსამბლის“ მიერ 2015 და 2016 წლების სახელმწიფო შესყიდვების გეგმები ატვირთული იყო დაგვიანებით. ასევე, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის CMR მოდულში 2015 წელს და 2016 წელს განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში, ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ყველა შემთხვევაში ატვირთული იყო დაგვიანებით. 2015 წელს გაფორმებული 21 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების დადებისას 14 შემთხვევაში, ხოლო 2016 წელს 22 ხელშეკრულებიდან 5 შემთხვევაში არ იყო გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა სულ მცირე 30 დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების, მომსახურების ან/და სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტებით რაიმე ფინანსური ზარალი არ დამდგარა, ადგილი ჰქონდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობას;
  • სსიპ ,,საგუნდო კაპელის“ მიერ 2015 და 2016 წლების სახელმწიფო შესყიდვების გეგმები ატვირთული იყო დაგვიანებით. ასევე, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის CMR მოდულში 2015 წელს და 2016 წელს განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში, ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ყველა შემთხვევაში ატვირთული იყო დაგვიანებით. ამასთან, 2015 წელს გაფორმებული 15 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების დადებისას 6 შემთხვევაში, არ იყო გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა სულ მცირე 30 დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების, მომსახურების ან/და სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტებით რაიმე ფინანსური ზარალი არ დამდგარა, ადგილი ჰქონდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობას.

მიმაგრებული ფაილები

საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო

გამოქვეყნების თარიღი: 11:09:2017

დეპარტამენტი: თავდაცვის,საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი

ტიპი: ფინანსური აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და გამოთქვა პირობითი მოსაზრება.

პირობითი მოსაზრების საფუძვლებს წარმოადგენდა შემდეგი გარემოებები:

  • 2016 წელს სამინისტროს აპარატში (პროგრ. კოდი-27 01) არ ჩატარებულა მოთხოვნა-ვალდებულებების ინვენტარიზაცია, ასევე, არ არის დასრულებული არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაცია. შესაბამისად, შედეგები არ არის ასახული 2016 წლის ანგარიშგებაში. ასევე, სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში“ არ ჩატარებულა ქონების და მოთხოვნა-ვალდებულებების ინვენტარიზაცია. შესაბამისად, ვერ დასტურდება კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში ასახული აქტივების და ვალდებულებების სისრულე და სიზუსტე;
  • სამინისტროს 2016 წლის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში, 27 01 პროგრამულ კოდზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურების მიზნით მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის ხარჯი შეადგენდა 23,653.15 ათას ლარს. აღნიშნული თანხა  მოიცავს როგორც 2016 წელს, ასევე 2012-2015 წლებში გაწეულ დანახარჯებს, ვინაიდან ვერ ხდებოდა მათი შესაბამის პერიოდში ასახვა დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის, ან/და არასათანადოდ (არასრულყოფილად) შევსებული  დოკუმენტაციის ან მათი დაგვიანებით წარმოდგენის გამო. გამომდინარე აღნიშნულიდან, 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში ნაჩვენები  აღნიშნული  ხარჯი ვერ ასახავს სააღრიცხვო პერიოდის რეალურ მაჩვენებელს.
  • სამინისტროს  2016 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის აღრიცხული სხვადასხვა შესყიდვის ხელშეკრულებებით მიმწოდებლებისთვის  დარიცხული პირგასამტეხლოს თანხები,  ჯამურად 313.86 ათასი ლარი. შესაბამისად, ანგარიშგებაში შემოსავლები 6430 ანგარიშზე (სანქციები, ჯარიმები, საურავები) წარმოდგენილია  შემცირებული ღირებულებით;
  • სამინისტროს მიერ 2017 წლის განმავლობაში მიღებულ 3,646.43 ათასი ლარის ძირითად აქტივებზე დარიცხული ცვეთის თანხა (263.33 ათასი ლარი), საბუღალტრო პროგრამის ხარვეზის გამო,  მიკუთვნებულია  2016 საანგარიშო წელზე და აღრიცხულია ამ პერიოდის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში. შესაბამისად, 263.33 ათასი ლარით გაზრდილია ხარჯის მუხლი-„ძირითადი კაპიტალის მოხმარება“ (7310).
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევასთან დაკავშირებული 2016 წლის ხელშეკრულების ფარგლებში 27 01 პროგრამულ კოდზე, წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ანაზღაურებულია 88 სადაზღვევო შემთხვევა, საერთო ღირებულებით-166.7 ათასი ლარი, რომელიც არ არის ასახული  შესაბამის ანგარიშებზე. შედეგად, კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში აღნიშნული თანხით შემცირებულად არის წარმოდგენილი შემოსავალი  6414 ანგარიშზე - „ქონებასთან დაკავშირებული შემოსავლები, რომელიც სადაზღვევო პოლისის მფლობელებზე ვრცელდება“.
  • 2016 წლის კონსოლიდირებული ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნებში არ არის ასახული ფინანსური ინფორმაცია კონტროლირებული ერთეულის, შპს „პერსპექტივა“-ს შესახებ,  აქტივების, ვალდებულებების, ნამეტის და დეფიციტის ჯამური თანხების ჩათვლით;
  • სამინისტროს 2016 წლის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში  ბალანსის დანართ საცნობარო მუხლში 05 კოდზე „პირობითი მოთხოვნები“, არ არის ასახული სასამართლო დავებთან დაკავშირებული თანხები, ასევე,  2016 წლის განმავლობაში, სამინისტროს მიერ სხვადასხვა დავალიანებების დასაფარად (მორალური ზიანი, განაცდური და ა.შ) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გადახდილ 179.80 ათას ლარზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაში შესულია 2015 წელს და თანხები აღრიცხვაში ასახულია 2016 წელს მხოლოდ საინკასო დავალების შესაბამისად ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის შემდგომ, შესაბამისად, 179.80 ათასი ლარის ხარჯი, ეკუთვნის წინა საანგარიშო პერიოდს.

აუდიტის შედეგად ასევე გამოვლინდა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც:

  • შესყიდვების გეგმის მართვის ნაკლოვანება -  სამინისტროს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ რამდენჯერ და რა მიზეზით განხორციელდა ცვლილებები შესყიდვების გეგმაში. ასევე, გარკვეულ შემთხვევებში ტენდერების გამოცხადება ხდებოდა შესყიდვების გეგმაში ცვლილების შეტანამდე, რაც შეუსაბამობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
  • 2016 წელს წვევამდელთა ფორმების შესყიდვის პროცედურებში გამოვლენილია შემდეგი ნაკლოვანება: უნიფორმის განახლებული დიზაინის/სპეციფიკის დაგვიანებით დამტკიცებამ, ასევე, სატენდერო დოკუმენტაციაში ჩადებულმა პირობამ (ჯარიმის ოდენობა: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5%), გამოიწვია შესყიდვის პროცედურის გახანგრძლივება და  ვერ უზრუნველყო საქონლის შესყიდვა წარმოქმნილი გადაუდებელი აუცილებლობის მოსაგვარებლად საჭირო ვადაში, რამაც თავის მხრივ წარმოქმნა საქონლის დეფიციტი, კერძოდ, ვერ მოხდა დროულად წვევამდელთა ზამთრის ქურთუკებით დაკომპლექტება;
  • 2016 წელს  მედიკამენტების შესყიდვების დაგეგმვისას ზოგიერთ შემთხვევაში არ არის   გათვალისწინებული წინა წელს მოხმარებული მედიკამენტების რაოდენობა, რაც წარმოშობს ტენდერების ნაკლებად კონკურენტულ გარემოებაში ჩატარების რისკებს.

მიმაგრებული ფაილები