Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

აუდიტი

მოქალაქეთა ჩართულობის გვერდი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქმიანობის პროცესის გამჭვირვალობისა და დაინტერესებული მხარეებისადმი უკეთესი ანგარიშვალდებულებისათვის შეიმუშავა ინოვაციური პორტალები – „დაგეგმე ჩვენთან ერთად“ და „ებრძოლე კორუფციას“, რომელთა მიზანია აუდიტორული საქმიანობის პროცესში მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

„დაგეგმე ჩვენთან ერთად“ პორტალის მიზანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრისა და აუდიტის წლიური გეგმის შედგენის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა. აღნიშნული გვერდის მეშვეობით თითოეულ მოქალაქეს საშუალება აქვს გამოთქვას საკუთარი აზრი სას-ის მიერ განსაზღვრული აუდიტორული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. ამასთანავე, ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეები შეძლებენ მომდევნო წლის აუდიტის გეგმაში სასურველი უწყების შერჩევას. ჩვენი ვებ–გვერდი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს მოგვწერონ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები სას-ის საქმიანობის შესახებ.

„ებრძოლე კორუფციას“ ვებ–გვერდის მეშვეობით სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიზნად ისახავს საჯარო სექტორში არსებული კორუფციის  გამოვლენისა და მისი შემდგომი პრევენციის პროცესში მოქალაქეთა ჩართვას. ვებ–გვერდის მეშვეობით თითოულ მოქალაქეს საშუალება აქვს,  სურვილის შესაბამისად კონფიდენციალურობის დაცვით, გაგვიზიაროს მის ხელთ არსებული ინფორმაცია საჯარო ფინანსების სფეროში არსებული კორუფციის შესახებ. თითოეული შეტყობინება, ანალიზის შემდგომ, გახდება აუდიტისთვის მნიშვნელოვანი თემების შერჩევის ერთ–ერთი მთავარი კრიტერიუმი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიზანია ხელი შეუწყოს საჯარო ფინანსების მართვაში მოქალაქეთა ჩართულობას და საჯარო სექტროში მაღალი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას. 

„დაგეგმე ჩვენთან ერთად“ და „ებრძოლე კორუფციას“

budgetmonitor.ge/ka/citizen