Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

უკან

ჩვენ შესახებ

დავით გოგიჩაიშვილი

დავით გოგიჩაიშვილი

გენერალური აუდიტორის მოადგილე

დაბადების თარიღი: 18.08.1981

ტელ: +995/32/243 81 09

ფაქსი: +995/32/243 81 09

ელ.ფოსტა: dgogichaishvili@sao.ge

სამუშაო გამოცდილება:

სახელმწიფო აუდიდიტის სამსახური:

  •  2017 წლის ოქტომბრიდან -  გენერალური აუდიტორის მოადგილე

 

 2017 წლის იანვრი-ოქტომბერი- შპს „ქართული ფერმერული ჰოლდინგი“, საქართველო, თბილისი თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი

  • კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, საბუღალტრო და საოპერაციო მიმართულებების ზედამხედველობა, ინვესტორების მოძიება, საინვესტიციო შეთავაზებების განხილვა ბიზნესის გაფართოვების მიზნით.

მიღწევები:

  • კაპიტალის მოზიდვის პირველი ეტაპიდან დღემდე წარმატებით ხორციელდება მსხვილი სოფლის მეურნეობის პროექტები.

2017 წ. აპრილი- 2017 წ. სექტემბერი - შპს „ხარება” , საქართველო, თბილისი . - დირექტორი

  • გარე აუდიტორებისა და იურიდიული კონსულტანტების ჩართულობით კომპანიის დიუ დილიჯენსი.
  • საოპერაციო და ფინანსური საქმიანობის ანალიზი.
  • კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება, შიდა კონტროლის სტანდარტების შემუშავება და რეკრუიტინგის პროცესის მართვა.
  • სოფლის მეურნეობის საინვესტიციო პროექტების ფინანსური და ტექნიკური ანალიზი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობა საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით.

მიღწევები:

  • განხორციელდა კომპანიის დიუ-დილიჯენსი და აუდიტი, დაიწყო გამოვლენილი დარღვევების გამოსწორების პროცესი, შემუშავდა კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმა, ახალი სტრუქტურა და მართვის სტანდარტები, დამუშავდა რამოდენიმე მსხვილი სოფლის მეურნეობის პროექტი უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, რომლიდანაც ერთ-ერთი 12 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი კომპანიის ბორდმა დაამტკიცა და დაიწყო მისი სისრულეში მოყვანა.

2011 წ. იანვრი – 2016 წ. დეკემბერი - ს/ს „თიბისი ბანკი“, საქართველო, თბილისი. -  პრობლემური სესხებისა და აქტივების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

  • ჯამურად 50-ზე მეტი თანამშრომლისა და 300 მილიონ ლარზე მეტი პორტფელის მქონე სამი განყოფილების მართვა. აქტივების მართვის განყოფილება, ბიზნეს პრობლემური სესხების განყოფილება, საცალო პრობლემური სესხების განყოფილება.
  • დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება, ბანკის რისკებისა და საკრედიტო კომიტეტების წევრობა და სხდომებში მონაწილეობა.
  • საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა, თანამშრომელთა აყვანა, შიდა სისტემებისა და პროცედურების, ანგარიშგებისა და სამოტივაციო სისტემების შემუშავება, დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა და ბიუჯეტის შედგენა.
  • კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, კონსულტაცია ბიზნეს ოპერაციების გაუმჯობესების, რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის კუთხით.
  • დეპარტამენტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მომზადება და მათი განხორციელების მონიტორინგი.
  • ბანკის ხელმძღვანელობისთვის ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება.
  • დეპატამენტის საქმიანობის კოორდინირება საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან და აქციონერებთან.
  • ბანკის შიდა აუდიტის სამსახურთან, გარე დაქირავებულ აუდიტორულ კომპანიებთან ურთიერთობა და მუშაობის კოორდინაცია დეპარტამენტების საქმინობის შესწავლისა და მონიტორინგის დროს. გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების კონტროლი.
  • რეგულარული კონსულტაციების გაწევა „თიბისი კრედიტისა“ (აზერბაიჯანი) და „თიბისი ბანკის“ სხვა შვილობილი კომპანიებისათვის ბიზნეს პროცესების, ოპერაციებისა და რისკის მართვის სფეროებში.

მიღწევები:

  • მთლიანი გაყიდული აქტივები – 200 მილიონ ლარზე მეტი, დაბრუნებული პრობლემური სესხები – 150 მილიონ ლარზე მეტი.
  • ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის და თანამშრომელთა გამოკითხვის საფუძველზე დეპარტამენტი ორჯერ დასახელდა საუკეთესოდ.

2009წ. ივლისი-2011წ. იანვარი  - სს „თიბისი ბანკი“, თბილისი, საქართველო კორპორატიული სესხების რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი მენეჯერი

  • უმსხვილესი კორპორატიული სესხების მართვა/რეაბილიტაცია გლობალური ფინანსური კრიზისისა შემდეგ.
  • კლიენტებთან უშუალო მუშაობა და კონსულტაციების გაწევა, კერძოდ : ნაღდი ფულისა და საბრუნავი კაპიტალის მართვა, სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ეფექტურად მუშაობის ანალიზი, სარეაბილიტაციო გეგმის შემუშავება/შესრულება/მონიტორინგი.
  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი (ფინანსური უწყისებისა და საჭიროების შემთხვევაში პირველადი დოკუმენტების დონეზე), აღრიხვიანობის მოწესრიგება და სტანდარტებთან შესაბამისობასი მოყვანა.
  • იურიდიული მგდომარეობის შესწავლა ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში სამოქმედო გეგმის შემუშავება- განხორციელებაზე ზედამხედველობა (დებიტორებთან, კრედიტორებთან, სახელმწიფოსთან თუ სხვა მესამე პირებთან სამართლებრივი მდგომარეობისა და ვალდებულებების კუთხით).

მიღწევები:

  • რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფმა კომპანიებმა, მკვეთრად გაიუმჯობესეს ფინანსური მდგომარეობა, რის საფუძველზეც ს/ს „თიბისი ბანკმა“ დაიბრუნა 70 მილიონ ლარზე მეტი პრობლემური სესხი. ამ კომპანიების უდიდესი ნაწილი ამჟამადაც წარმატებულად ოპერირებენ ბაზარზე.

2008წ. ივლისი-2009წ. ივლისი - სს „თიბისი ბანკი“, თბილისი, საქართველო. -  კორპორატიული ფინანსური ანალიტიკოსი

  • კორპორატიულ კლიენტების მოძიება, ურთიერთობების დამყარება, მათი მომსახურება სრულყოფილი საბანკო სერვისებით, მათ შორის განსაკუთრებულად საკრედიტო პროდუქტებით.
  • მსესხებლის სასესხო განაცხადის დამუშავება, გადახდისუნარიანობის შეფასება, ისტორიული და არსებული ფინანსური მდგომარეობის ანალიზი (ფინანსური უწყისებისა და საჭიროების შემთხვევაში პირველადი დოკუმენტების დამუშავების დონეზე), საპროგნოზო ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, პროექტის დაწერა და საკრედიტო კომიტეტზე მისი გატანა/დამტკიცება, კლიენტთან პირობების შეთანხმება, ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მონიტორინგი.
  • საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი, დარგის ანალიზი და ეფექტურობის შეფასება.
  • სხვადასხვა ბიზნეს მიმართულების კოორდინირება კლიენტთა საჭიროებების მიხედვით.

2007წ. მარტი-2008წ. ივლისი - შპს „აგრიკომი“ საქართველო, თბილისი (კავკასიაში ბუნგე ჯგუფის წარმომადგენელი). - ფინანსური დირექტორი

  • კომპანიის ფინანსური და საოპერაციო საქმიანობის მართვა.
  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური აღრიცხვის ზედამხედველობა საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • საგადასახადო რისკების მართვა, კომპანიის ბიუჯეტის მომზადება, შესრულება და მონიტორინგი.
  • საპროგნოზო ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, ნაღდი ფულისა და საბრუნავი კაპიტალის მონიტორინგი და მართვა, პროექტების ფინანსირებისათვის საჭირო კაპიტალის მოზიდვის უზრუნველყოფა.
  • საგადასახადო და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა (რევიზიებისა და შემოწმებების პროცესის კოორდინაცია და ა.შ).

2005წ. სექტემბერი-2007წ. მარტი - შპს „აგრიკომი“ საქართველო, თბილისი (კავკასიაში ბუნგე ჯგუფის წარმომადგენელი).  დირექტორი

  • კომპანიის სტრუქტურული ერთეულების ფორმირება, ადამიანური რესურსების მართვა, კადრების მოძიება და კომპლექტაცია, მართვის შიდა სისტემების და პროცედურების შემუშავება.
  • კომპანიის სტრატეგიული და მიმდინარე სამოქმედო გეგმების შემუშავება და შესრულების პროცესის კონტროლი, ყოველდღიური მიმდინარე საქმიანობის მართვა.
  • 2006წ. მაისი-2007წ. ოქტომბერი -  შპს „საქართველოს ინდისტრიული კომპანია“, თბილისი,საქართველო. - ფინანსური მრჩეველი
  • კომპანიის ფინანსური ანგარიშგების შესწავლა.
  • საკონსულტაციო მომსახურება და კომპანიის ფინანსური ეფექტურობის მონიტორინგი.

2004წ. დეკემბერი-2005წ. სექტემბერი - შპს „აგროსისტემები“, თბილისი, საქართველო.  - მთავარი ბუღალტრის მოადგილე

  • ბუღალტრული ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშგება.
  • ადმინისტრაციული/ფინანსური/საგადასახადო ანგარიშების მომზადება.

2004წ. სექტემბერი-2004წ. დეკემბერი - შპს „საქართველოს რკინიგზა“, თბილისი, საქართველო.  ეკონომისტი

  • ტარიფების მეთოდოლოგიის შემუშავება, ფინანსური ანალიზი და ბიუჯეტის შედგენა.

 

განათლება:

  • 2003-2004 - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია თბილისი, საქართველო - დიპლომირებულ, სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის პროგრამა
  • 2002-2004 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. - მეცნიერებათა მაგისტრი, ეკონომიკა
  • 1998-2002 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. - მეცნიერებათა ბაკალავრი, ეკონომიკა
  • 1998-2002 - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. - მეცნიერებათა ბაკალავრი, კვების ტექნოლოგია

 

ენების ცოდნა

ქართული (მშობლიური), ინგლისური, რუსული

პროფესიული გაერთიანებები:

  • პროფესიონალ ბურალტერთა და აუდიტორთა საქართველოს ფედერაციის ასოცირებული წევრი

 

კომპიუტერული პროგრამები:

  • MS Office,
  • საბანკო პროგრამები,
  • საბუღალტრო პროგრამები