Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

უკან

ჩვენ შესახებ

ირაკლი მექვაბიშვილი

ირაკლი მექვაბიშვილი

გენერალური აუდიტორი

დაბადების თარიღი: 11.05.1973

ტელ: +995/32/243 81 01

ფაქსი: +995/32/243 81 01

ელ.ფოსტა: emekvabishvili@sao.ge

სამუშაო გამოცდილება:

ბანკირი - მენეჯერი, საქართველოში ერთ-ერთ წამყვანი კომერციული ბანკის  წარმატებული მართვისა  და პრაქტიკული გამოცდილებით შემდეგ სფეროებში:

  • ლიკვიდურობის რისკის და კრიზისზე რეაგირების მენეჯმენტი;
  • რესტრუქტურიზაციის პროცესის მართვა;
  • საკრედიტო და სახაზინო ოპერაციების მართვის გამოცდილება;
  • ბანკების შერწყმა - შეძენის პრაქტიკული გამოცდილება;
  • კორპორაციული, მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის დაფინანსების ორგანიზება და მართვა;
  • საინვესტიციო წინადადებების შეფასება და შემდგომი განხილვა;
  • კორპორაციული და საცალო საბანკო მომსახურების პრაქტიკული გამოცდილება.

 სახელმწიფო აუდიტის სამსახური:

  •  2017 წლის სექტემბრიდან  -  გენერალური აუდიტორი

ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკი -თბილისი, საქართველო/ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

  • 2015 - 2017 - ასოცირებული დირექტორი, მთავარი ბანკირი, ბიზნეს- ლიდერი საქართველოსა და აზერბაიჯანში, ფინანსური ინსტიტუტების დეპარტამენტი, ჩრდილოეთ აფრიკისა  და კავკასიის რეგიონში;
  • 2007- 2015 - უფროსი ბანკირი, ფინანსური ინსტიტუტების დეპარტამენტი, კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონი, ბიზნესკოორდინატორი საქართველოში;
  • 2008-2014 - სამეთველყურეო საბჭოს წევრი - „თიბისი ლიზინგი“, საქართველო;
  • 2008-2012 - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - „არმეკონომბანკი“, სომხეთი;

- სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის პრაქტიკული გამოცდილება საკრედიტო ხაზებისა და სააქციო კაპიტალის მოზიდვის მიმართულებით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში;

- 2008-2009 წლების  ფინანსური კრიზისის დროს აქტიური მონაწილეობა   საქართველოს  ორი უმსხვილესი  ბანკის  (საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის) რესტრუქტურიზაციის პროექტებში;

- მონაწილეობა ბანკების კაპიტალიდან გასვლის პროექტებში (გასვლის პროცესის სრული ორგანიზება და მართვა);

- პარტნიორ ბანკებთან ურთიერთობის მართვა, ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელება/სინდიკაციები;

- ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის მართვა 150 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით;

- რისკების გადანაწილების პროგრამის მართვა 200 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით;

- სოფლის მეურნეობის დაფინანსების პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოში, 40 მილიონი ევროს მოცულობით (საკრედიტო ხაზები დენომინირებულია ლარებში);

- კავკასიის რეგიონში ენერგო ეფექტურობის დაფინანსების პროგრამის მართვა 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით;

- აქტიური მონაწილეობა ევრო ბანკის პირველი ფასიანი ქაღალდის ლარებში დენომინირებული ბონდის გამოშვებაში - 50 მილიონი ლარის ოდენობით, 2014 წელი;

- ევრო ბანკის ფასიანი ქაღალდის ლარებში დენომინირებული ბონდის გამოშვების მართვა - 107 მილიონი ლარი, 2016 წელი და საქართველოს საბონდო ბირჟაზე პირველი ლისტინგი;

- ევრო ბანკის პირველი ევრობონდის გამოშვების მართვა - 120 მილიონი ლარის ოდენობით, 2017 წელი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველი ლისტინგი;

- DCFTA- ის პროგრამის ფარგლებში ვაჭრობის/წარმოების დაფინანსების პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოში - 110 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში;  

- აქტიური მონაწილეობა მოლაპარაკებებსა  და   სამუშაო  შეხვედრებში საქართველოს მთავრობასთან საკრედიტო რესურსის ლარებში მოზიდვის, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით.

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“

  • 2006-2007  - გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე;
  • 2005-2006   - გენერალური დირექტორი.

სს „გაერთიანებული ქართული ბანკი“

  • 2003-2004 - გენერალური დირექტორი;
  • 1999-2003 - გენერალური დირექტორის მოადგილე;
  • 1998 -1999 - სახაზინო - საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი;
  • 1998  - გენერალური დირექტორის თანაშემწე.

საქართველოს ეროვნული ბანკი:

  • 1996-1998  - უფროსი ეკონომისტი, საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი.

მინეაპოლისის (მინესოტას შტატი, აშშ) ფედერალური სარეზერვო ბანკი:

  • 1997 - საბანკო აუდიტორი, საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი.

კომერციული ბანკი „კრწანისი“

  • 1994-1996 - მთავარი ეკონომისტი,  სახაზინო დეპარტამენტი.

პუბლიკაციები:

  • გარდამავალი ეკონომიკის პირობებში, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელისა და ვალდებულებების სტრუქტურაში არსებული მსხვილი კონცენტრაციების ზოგადი  განსაზღვრა - სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „ბანკი“, თბილისი, 2003 წელი;
  • გარდამავალი ეკონომიკის პერიოდში, კომერციულ ბანკებში საოპერაციო რისკის გამომწვევი მიზეზებისა და პოტენციური დანაკარგების სისტემა - სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა“, თბილისი, 2005 წელი;
  • საბანკო ზედამხედველობის  რეგულირების ორგანიზაციის სრულყოფა, პრობლემური ბანკების რესტრუქტურიზაციის პროცესში - სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა“,  თბილისი, 2005 წელი;
  • ეფექტური საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების შესახებ -სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა“,  თბილისი, 2005 წელი.

განათლება:

  • 2006 წელი - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (თემა: „საბანკო ზედამხედველობის სისტემის სრულყოფის გზები  თანამედროვე ეტაპზე“) , თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • 1991 -  1996 - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;  ეკონომიკის ფაკულტეტი, საბანკო საქმის სპეციალობა (წარჩინებით). 

ენების ცოდნა

ქართული (მშობლიური), ინგლისური, რუსული

ტექნიკური (კომპიუტერული) უნარ-ჩვევები:

  • Windows,
  • MS Office,
  • Internet and Email software

2006 წელი - ეკომონიკურ მეცნიერებათა დოქტორი (თემა: „საბანკო ზედამხედველობის სისტემის სრულყოფის გზები  თანამედროვე ეტაპზე“) , თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;