Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

უკან

ჩვენ შესახებ

ეკატერინე ღაზაძე

ეკატერინე ღაზაძე

გენერალური აუდიტორის მოადგილე

დაბადების თარიღი: 13.02.1979

ტელ: +995/32/243 81 06

ფაქსი: +995/32/243 81 06

ელ.ფოსტა: eghazadze@sao.ge

სამუშაო გამოცდილება:


 სახელმწიფო აუდიტის სამსახური:

  •  2017 წლის ოქტომბრიდან -  გენერალური აუდიტორის მოადგილე

საქართველოს საფონდო ბირჟა

ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი

ფასიანი ქაღალდების რეესტრი „კავკასრეესტრი“

  • 2017 წ. მაისი - სექტემბერი - ფინანსური და საოპერაციო დირექტორი 

- ბიუჯეტების დაგეგმვა, პროგნოზირება და ანალიზი;

- საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან (SARAS) ერთად სტანდარტული ფინანსური ანგარიშგების ფორმების შემუშავება და მათი საფონდო ბირჟის ანგარიშგების ფორმებთან შესაბამისობაში მოყვანა;

- SARAS-სთან ერთად კომპანიების კორპორაციული მართვისა და მენეჯმენტის ანგარიშების ფორმატების შემუშავება;

- საფონდო ბირჟის, დეპოზიტარის და რეესტრის საოპერაციო პროცედურების სახელმძღვანელოების მომზადებაში მონაწილეობა;

- ემიტენტების ფინანსური ანგარიშგების ფორმების ინტეგრირება საფონდო ბირჟის ვებსაიტთან;

- საინფორმაციო აგენტებთან დასადები ხელშეკრულებების მომზადება;

- საფონდო ბირჟის ახალი სავაჭრო სისტემის სპეციფიკაციების და საფონდო ბირჟის ინდექსის მეთოდოლოგიის შემუშავებაში მონაწილეობა.

საქართველოს საფონდო ბირჟა

  • 2017 წ. თებერვალი - მაისი - კონსულტანტი

- ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის საფონდო ბირჟაზე წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმების შედგენა 12 ეკონომიკური სექტორის მიხედვით;

- ანგარიშგების ფორმების შესახებ სექტორების 24 მსხვილ კომპანიასთან კონსულტაციების ჩატარება.

DCFTA-ის საგარეო კომუნიკაციის სტრატეგია (GE16)

  • 2016წ. მარტი-ნოემბერი - საინვესტიციო ექსპერტი

პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას DCFTA-ს ფარგლებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე ორიენტირებული საგარეო კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში. პროექტი ჩატარდა გაერთიანებული სამეფოს “Good Governance Fund – DFID”-ის ფონდის ფარგლებში.

- სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების საფუძველზე არსებული საინვესტიციო და DCFTA-ის კომუნიკაციის მიმართულებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;

-DCFTA-ის ფარგლებში საინვესტიციო პოტენციალის ანალიზის ჩატარება 20 ტიპის პროდუქტსა და ქვეყანაზე;

- საფოკუსო პროდუქტების, სექტორებისა და ქვეყნების განხილვა საქართველოს მთავრობასთან;

- საპროექტო გუნდთან ერთად, DCFTA-ის სტრატეგიული საკომუნიკაციო გეგმის, ბიუჯეტის და რეკომენდაციების შემუშავება.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, საქართველო

  • 2015წ. ივნისი-დეკემბერი  - პროექტის კოორდინატორი, აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი

აღნიშნული ფორუმი მიზნად ისახავდა რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და სხვადასხვა ქვეყნების კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ფორუმი ჩატარდა საქართველოს მთავრობის, აზიის განვითარების ბანკისა და ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით.

- ფორუმის ბიუჯეტის შედგენა;

- შესყიდვებისა და ლოგისტიკის ექსპერტის ზედამხედველობა;

- ივენთ მენეჯერის და ვებგვერდის დეველოპერების კოორდინაცია;

- მაღალი დონის სპიკერებისა და მოდერატორების შერჩევა და მოწვევა;

- ფორუმის ზოგადი საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია.

საქართველოს ბანკი (შემდგომში გალთ & თაგარტი)

  • 2012წ. მაისი - 2015წ. დეკემბერი - კვლევების დეპარტამენტის უფროსი

- საქართველოს ბანკში კვლევების დეპარტამენტის შექმნა და მართვა;

- კვლევების ჩატარება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებზე, მათ შორის: ენერგეტიკა, ტურიზმი, კომერციული უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, ღვინის სექტორი;

- საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის ანალიტიკური კვლევა (შემდგომში ეკონომიკის მიმოხილვას აწარმოებდნენ ეკონომიკური ანალიტიკოსები);

- საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის და საქართველოს რკინიგზის საკრედიტო ანალიზი და მისი პუბლიკაცია;

- სამეთვალყურეო საბჭოსა და ბანკის მენეჯმენტისთვის პრეზენტაციების მომზადება;

- გალთ & თაგარტის ინვესტორების პირველი კონფერენციის ორგანიზება 2014 წელს;

- არსებულ და პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაცია.

რენესანს კაპიტალი

  • 2009წ. დეკემბერი - 2012წ. აპრილი
  • სამთო-მეტალურგიული სექტორის ანალიტიკოსი (VP), ყაზახეთის ოფისი 2009-2011; - უძრავი ქონების ბაზრის და ინდექსების ანალიტიკოსი (VP), გაერთიანებული სამეფოს ოფისი 2011- 2012

- სამთო-მეტალურგიულ სექტორში მოღვაწე მსხვილი კომპანიების ანალიზი. მათ შორის: ENRC და Kazakhmys, რომლებიც შედიოდნენ გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი კომპანიების ასეულში (FTSE 100 ინდექსი);

- აზიის, ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ინვესტორებთან (ფონდებთან) შეხვედრებში მონაწილეობა. ინფორმაციის მიწოდება ცენტრალური აზიის სხვა მეტალურგიულ კომპანიებზე, როგორიცაა, Centerra Gold, KazakhGold, Uranium One და Kazatomprom;

- ყაზახეთის უმსხვილესი კომპანიების ინდექსის RENCASIA -ის მართვა და ყოველთვიური კვლევების გამოშვება;

- კომპანიების და მეტალურგიული სექტორის შესახებ სიახლეების ანალიზი და ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება;

- ინვესტორებისთვის ყაზახეთის მთავრობასთან შეხვედრების ორგანიზება.

და ვინჩი კაპიტალ მენეჯმენტი და ორის კონსორციუმი

  • 2009 წ. მაისი-დეკემბერი - (საინვესტიციო ფონდი), ყაზახეთი. - ცენტრალური აზიის მთავარი ანალიტიკოსი

- პოტენციური საინვესტიციო პროექტების შეფასება და შესაბამისი სექტორების ანალიზი;

- პროექტების საფინანსო პირობებისა და პარამეტრების შედგენა;

- ფონდის პოტენციური ინვესტორებისთვის პრეზენტაციების მომზადება;

- კონსულტანტებთან და ინვესტორებთან კომუნიკაცია.

რენესანს კაპიტალი (ყაზახეთი)

  • 2007წ. სექტემბერი - 2009წ. თებერვალი  -  საბანკო, უძრავი ქონების და სატრანსპორტო სექტორები. -  აქციების ანალიტიკოსი.

- კომპანიების და სექტორების ანალიზი და შეფასება;

- სამშენებლო ბაზრის, ტელეკომუნიკაციების, ინფრასტრუტურისა და საბანკო სექტორების კვლევებში მონაწილეობა;

- შესაბამისი სექტორების და კომპანიების შესახებ სიახლეების ანალიზი და ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება;

- ინვესტირებისთვის შესაბამისი აქციების შესახებ რეკომენდაციების გაცემა;

- კონფერენციებსა და შეხვედრებში მონაწილეობა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (გაერთიანებული სამეფო)

  • 2006-2007 - ასოცირებული ბანკირი

- ლონდონის სათაო ოფისში 9 თვიანი როტაცია; როტაციის ფარგლებში საქართველოს, აზერბაიჯანის, ალბანეთისა და უნგრეთის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტები მონაწილეობა;

- საინვესტიციო პროექტების მოკვლევა (მათ შორის 3 თანადაფინანსების პროექტი და 1 ინფრასტრუქტურული პროექტი რომელზედაც გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება);

- საპროექტო გუნდის კოორდინაცია; 27 აშშ მილიონი დოლარის ოდენობის სატრანსპორტო კონცესიის ხელმოწერა;

-10 პროექტის დასამტკიცებელი დოკუმენტაციის მომზადება და 4 სასესხო ხელშეკრულების პირობების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება კლიენტებთან და საქართველოს მთავრობასთან.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (საქართველო)

  • 2006-2007 - ფინანსური ანალიტიკოსი

- 7 პოტენციური საინვესტიციო კომპანიის, მათი ბაზრებისა და სექტორების ანალიზი;

- 10 არსებული პროექტის მონიტორინგი საფინანსო, სატრასნპორტო, ინფრასტრუქურულ და ენერგეტიკის სექტორებში;

- პროექტის დასამტკიცებლად დოკუმენტაციის და მასალების მომზადება;

- საბანკო, სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკის სექტორებში მოღვაწე კომპანიების ანალიზი (due diligence), რაც მოიცავდა ფინანსური ანგარიშგების, ფინანსური კოეფიციენტების, მარკეტინგული და ბიზნეს გეგმების ანალიზს;

- მსესხებლების მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგი და კვარტალური ანგარიშების მომზადება;

- 5 ტექნიკური დახმარების პროექტის დოკუმენტაციის მომზადება დონორი ქვეყნებისთვის წარსადგენად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (თბილისი)

  • 2001-2002 - ფინანსთა სამინისტროში სავალუტო ფონდის მრჩეველის ასისტენტი

- სახელმწიფოს შემოსავლების ერთიანი ანგარიშის და გადასახადების დაბრუნების პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი (თბილისი)

  • 2000-2001 - საგადასახდელო ბალანსის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

- საგადახდელო ბალანსის და სავაჭრო სტატისტიკის დეპარტამენტის მართვა;

- დეპარტამენტის მენეჯმენტისთვის და პარლამენტისთვის ანგარიშების მომზადება.

განათლება:

  • 2006-2007 - მაგისტრი ინვესტიციების მართვაში (ბრიტიშ პეტროლიუმის და ჩუვენინგის სტიპენდიანტი) , კაასის ბიზნეს სკოლა, ლონდონის სითის უნივერსიტეტი;
  • 2001-2003  - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 

 

ენების ცოდნა

ქართული (მშობლიური), ინგლისური, რუსული

ტრენინგები:

  • პროექტის ფინანსირება,
  • კაპიტალში ინვესტიციები,
  • საკრედიტო ანალიზი,
  • ბანკების ანალიზი,
  • ფინანსური მოდელირება,
  • ბუღალტრული აღრიცხვა,
  • მოლაპარაკებების ჩატარების უნარები,
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარები და სხვა