Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

ჩვენ შესახებ

სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტი

განახლების თარიღი: 25:05:2018

1) სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის მიზანია საჯარო ფინანსების მართვაში არსებული სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაჭრის გზების შეთავაზება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის. ბიუჯეტის ანალიზის სამსახური ამზადებს და პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებულ შემდეგ მნიშვნელოვან ანგარიშებს:

  • დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ (ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე);
  • მოხსენება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშ(ებ)ზე (ბიუჯეტის შესრულების ეტაპზე);
  • საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებული კვლევით-ანალიტიკური პუბლიკაციები.

 სამსახურის უფროსი: ცოტნე ქარქაშაძე

ტელ: +995/32/243 81 65

ელ-ფოსტა: budget@sao.ge

2) სტრატეგიული ანალიზის სამსახურის მიზანია სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის კოორდინაცია და მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიზნეს პროცესების გასაუმჯობესებლად. გარდა აღნიშნულისა სამსახური:

  • ამზადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიშს;
  • უზრუნველყოფს აუდიტის რეკომენდაციების შესრულების ანალიზსა და სისტემატიზაციას;
  • აანალიზებს აუდიტის გეგმის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა მოთხოვნებს;
  • ამზადებს სამოქმედო გეგმებს და შესრულების ანგარიშებს უწყებათაშორისი საბჭოებისთვის.

 სამსახურის უფროსი: მარიამ ხერგიანი

ტელ: +995/32/243 82 03

ელ-ფოსტა: strategy@sao.ge

3) საერთაშორისო და დონორებთან ურთიერთობების სამსახურის მიზანია გააღრმავოს საგარეო ურთიერთობები საჯარო მმართველობის ეფექტიანობის და აუდიტორული საქმიანობის ანალიტიკურად გაძლიერებისთვის. კერძოდ სამსახური:

  • ავითარებს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
  • მონიტორინგს უწევს სექტორული პროექტებით გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას;
  • ახდენს ფონდების მოძიების გრძელვადიანი სტრატეგიის დასახვას, ფონდების მოძიებასა და საგრანტო წინადადების შემუშავებას;
  • ამზადებს პუბლიკაციებს უკეთესი პრაქტიკის გასაზიარებლად.

 სამსახურის უფროსი: ნინო კერესელიძე

ტელ: +995/32/243 81 18

ელ-ფოსტა: iroffice@sao.ge

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი

აღნიშნული დეპარტამენტის აუდიტორული საქმიანობა ფარავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ წარმომადგენლობითი საქმიანობის უზრუნველყოფისთვის გაწეულ ხარჯებს.

ამასთანავე, დეპარტამენტი უზრუნველყოფს ქვეყნის უმთავრესი ფინანსური ინსტიტუტების: ფინანსთა სამინისტროს, სახაზინო სამსახურის, საბაჟო და საგადასახადო ორგანოების და სხვა უწყებების ადმინისტრაციული და ფუნქციონალური ხარჯების აუდიტს.

აღნიშნული დეპარტამენტის პასუხისმგებლობის ქვეშ, ასევე, მოქცეულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებული ხარჯები.

ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტი

დეპარტამენტის საკურატორო სფერო მოიცავს სახელმწიფოს მიერ საერთო ეკონომიკურ, კომერციულ და შრომით რესურსებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე გაწეულ ხარჯებს.

ასევე, მთავრობის სხვადასხვა ორგანოებსა და სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების უზრუნველყოფის ხარჯებს.

ეკონომიკური საქმიანობის სფერო თავის თავში მოიცავს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის. სამთომომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, კავშირგაბმულობის, ტელერადიო მაუწყებლობისა და საგამომცემლო საქმიანობის მიმართულებებს, რაც ასევე მოქცეულია დეპარტმენტის აუდიტორული საქმიანობის დაფარვის ქვეშ.

გარდა სახელმწიფო უწყებებისა, ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორული საქმიანობა ფარავს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ 50 პროცენტი და მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს.

თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დეპარტამენტი

დეპარტამენტის საკურატორო სფეროს წარმოადგენს შეიარაღებული ძალების საქმიანობასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯები.

ამასთანავე, დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამხედრო უწყებების ადმინისტრაციულ და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების, სამხედრო საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო ძალების მართვის ხარჯების, ჰოსპიტალების, სამოქალაქო თავდაცვასთან დაკავშირებული საქმიანობისა და მომსახურების, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და სხვა ქვეყნების სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯების აუდიტს.

გარდა ზემოაღნიშნულისა დეპარტამენტის საკურატორო სფერო, მოიცავს საზოგადეობრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე გაუწეულ ხარჯებს, მათ შორის, პოლიციის საქმიანობასთან და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებების და გამოსასწორებელი კოლონიების შენობების მოვლა-შენახვისა და ფუნქციონირების ხარჯებს და სხვა.

სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი

დეპარტამენტის აუდიტორული საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის საკითხები.

ჯანმრთელობის დაცვა თავის მხრივ მოიცავსჯანდაცვის სფეროს ადმინისტრაციულ და მმართველობით ხარჯებს, აგრეთვე, ზოგადი და სპეციალიზირებული პროფილის სამედიცინო კლინიკების, ამბულატორიებისა და საოჯახო მედიცინის ცენტრების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, ჯანდაცვის სფეროს სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევების განმახორციელებელი სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

განათლების მიმართულება მოიცავს: სკოლამდელი აღზრდის, დაწყებითი ზოგადი განათლების, უმაღლესი და უმაღლესისშემდგომი პროფესიული განათლების, აკადემიური განათლების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათი ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით.

 სოციალური მიმართულება კი ორიენტირებულია  სახელმწიფო მიერ სოციალური დაცვის პროგრამებზე გამოყოფილი სახსრების აუდიტზე.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტი

აღნიშნული დეპარტამენტი ამოწმებს თვითმმართველი ერთეულების მიერ ბიუჯეტების სახსრების გამოყენებას, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ ქონების ან/და სახსრების ხარჯვასა და გამოყენებას.

აუდიტის დეპარტამენტის კურატორობის ქვეშ მოქცეულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ 50 პროცენტი და მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები.

აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილება, კომპეტენციის ფარგლებში, ვრცელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებზე, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე.

ასევე ავტონომიური რესპუბლიკის ან მის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და 50% და მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოზე.