Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

ჩვენ შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში

განახლების თარიღი: 06:06:2018

მიმდინარე წლის 31 მაისს საქართველოს პარლამენტს წარედგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის 2017 წლის ანგარიში. ანგარიშში ასახულია გასული წლის მნიშვნელოვანი მიღწევები, 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგია, აუდიტორული საქმიანობის ძირითადი შედეგები, ბოლო სამი წლის განმავლობაში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. 

2017 წელს აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 84 აუდიტი, მათ შორის 32 ფინანსური, 24 - შესაბამისობის, 19 ფინანსური და შესაბამისობის და 9 - ეფექტიანობის აუდიტი. 2017 წელს დაიფარა ნაერთი ბიუჯეტის 81%, ხოლო 2018 წელს დაგეგმილია აღნიშნული მაჩვენებლის 86%-მდე გაზრდა.

2018 წელს იზრდება ეფექტიანობის აუდიტის, როგორც რაოდენობა (9-დან 22- მდე), ასევე წილი მთლიან აუდიტორულ გეგმაში (11%-დან 21%-მდე).