Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

საჯარო ინფორმაცია

ზოგადი ცნობები საჯარო ინფორმაციის შესახებ

  • საჯარო ინფორმაცია ღიაა. ყველას აქვს უფლება, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია (თუ ის არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას) მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად, აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია), აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებისათვის საფასურის დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
  • საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონულად. აღნიშნული სერვისი მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ასევე ამა თუ იმ საჯარო ორგანიზაციაში ელქტრონულად გააგზავნოს ნებისმიერი სახის წერილი, მოთხოვნა და/ან საჩივარი და ელექტრონულადვე მიიღოს პასუხი.