Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

კატეგორიის მიხედვით

2017-09-13 15:32:00

გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ლომჯარია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ლომჯარია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ლომჯარია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს, 13 სექტემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ლომჯარია პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის ფარგლებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის პროცესში იდენტიფიცირებული პრობლემატური საკითხები და ტენდენციები. სამოქალაქო სექტორს წარედგინა ინფორმაცია მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით პოლიტიკური პარტიების  მიერ მიღებული შემოწირულობების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შემოსული განცხადებებისა და პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. 

გთხოვთ, იხილოთ დამატებითი ინფორმაცია:

  • შემოწირულობები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით,  2017 წლის 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, პარტიებს მიღებული აქვთ შემდეგი ოდენობის შემოწირულობები:

N

პარტიისდასახელება

თანხა

1

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

 7,343,993.00

2

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“

     323,675.45

3

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

       15,600.00

4

ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი“

       15,300.00

5

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

       12,204.00

6

ეროვნული ფორუმი

          9,215.00

7

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

         5,432.00

8

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო

             900.00

9

საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია

             434.00

10

„საქართველოს მშვიდობისათვის“

             200.00

11

საქართველოს რესპუბლიკური პარტია

               40.00

 

 

  7,726,993.45

ივლის-აგვისტოს თვეებში განხორციელებული შემოწირულებების შესახებ გამოთხოვილია ინფორმაცია 225 ფიზიკური და 14 იურიდიული პირის შემოსავლებზე. შემოსავლების სამსახურიდან ამ ეტაპზე მოსულია ინფორმაცია მხოლოდ 101 ფიზიკურ პირზე. იურიდიულ პირებზე გაგზავნილი წერილების საფუძველზე მიღებულია ინფორმაცია 2 კომპანიის შემოსავლების შესახებ.

აგვისტოს თვეში განხორციელებული შემომწირველების შესწავლის საფუძველზე, 101 პირიდან გამოკითხვაზე დაბარებულია 14 ფიზიკური პირი, რომელთა მიერ განხორციელებული შემოწირულობების წარმომავლობის დასაბუთებულობა  შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე,  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით,  კითხვის ნიშნებს აჩენს.  დაბარების მიზანია დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მათ მიერ განხორციელებული შემოწირულობების კანონიერების დასადასტურებლად.  დაბარებული ფიზიკური პირებიდან 6 „ევროპული საქართველოს“  (ჯამში - 60 300 ლარის შემოწირულებით), ხოლო 8 – „ქართული ოცნების“ (ჯამში - 240 000 ლარის შემოწირულებით) შემომწირველია.

  • შემოსული განცხადებები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საარჩევნო სუბიექტების მიერ შემოსულია ორი განცხადება:

    • ქ. თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადება ფეისბუქგვერდების საშუალებით მისი კანდიდატურის საწინააღმდეგოდ დაფინანსებული დეზინფორმაციის კამპანიის წარმოების თაობაზე;
    • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება მიკროავტობუსებზე „ქართული ოცნების“ სარეკლამო პოსტერების 2016 წლის პარლამენტის არჩევნების პერიოდიდან არსებობის შესახებ.

შემოსულ განცხადებებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო  აღნიშნული საკითხების შესწავლა. შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე, შპს  „თბილისის მიკროავტობუსს“. 

  • ჯარიმები

პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო პ/გ   „ლეიბორისტული პარტია“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება - ზვიადის გზა“  2000 - 2000 ლარით დააჯარიმა.

 იხ. ინტერნეტ მიმოხილვა:

იხ. ვიდეო მიმოხილვა

იხ. რადიო

უკან