Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

კატეგორიის მიხედვით

2017-07-07 16:17:00

საჯარო განხილვა გურიის რეგიონის წარმომადგენლებთან

საჯარო განხილვა გურიის რეგიონის წარმომადგენლებთან

საჯარო განხილვა გურიის რეგიონის წარმომადგენლებთან

დღეს, 7  ივლისს,  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა საჯარო შეხვედრა გამართეს გურიის რეგიონის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი ძირითადი ხარვეზები და გაცემული რეკომენდაციები. ასევე, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა  შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს  აუდიტის სამსახურის ახალი ინოვაციური ვებპლატფორმის - ბიუჯეტის მონიტორის  (www.budgetmonitor.ge) შესახებ ინფორმაცია. ბიუჯეტის მონიტორი საკრებულოს წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, დაინტერესებულ ექსპერტებსა და მოქალაქეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, აირჩიონ მათთვის საინტერესო სფერო და  მიიღონ მუდმივად განახლებადი და სანდო ინფორმაცია თითოეული მუნიციპალიტეტის შემოსავლების, ხარჯების, ტრანსფერების, ინფრასტრუქტურული პროექტების, ადმინისტრაციული ხარჯების, მუნიციპალიტეტებში არსებული იურიდიული პირების ხარჯებისა და აღნიშნულ საკითხებზე აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ.

საჯარო განხილვები მსგავსი ფორმატით ასევე ჩატარდება საქართველოს სხვადასხვა  ქალაქში - ბათუმი, თბილისი.

საჯარო განხილვები სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და  USAID-ის პროგრამა „კარგი მმართველობის ინიციატივის“ პროექტის -„აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის“ ფარგლებში ხორციელდება.

 იხ. ინტერნეტ მიმოხილვა 

www.ipn.ge

უკან