Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

კატეგორიის მიხედვით

2017-03-27 14:24:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები გერმანიის ბუნდესტაგში, ფედერაციის ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული აუდიტის სამსახურში, შედგება შეხვედრა ფედერაციული აუდიტის სამსახურის პრეზიდენტთან.

საქართველოს დელეგაციის წევრები გაეცნობიან გერმანიის გამოცდილებას უმაღლესი აუდიტორული ორგანოებისა და პარლამენტის თანამშრომლობის მიმართულებით, აგრეთვე, ბუნდესტაგისა და ფედერაციის აუდიტის სამსახურის როლს ეროვნულ ანტიკორუფციულ სისტემაში. შეხვედრებზე საუბარი იქნება საბიუჯეტო კონტროლის მექანიზმებზე, გერმანიის აუდიტის სამსახურსა და პარლამენტს შორის თანამშრომლობის საფუძველზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან:  ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.

 

უკან