Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

კატეგორიის მიხედვით

2017-03-09 15:23:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ვებპლატფორმის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ვებპლატფორმის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ვებპლატფორმის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტში

დღეს, 9 მარტს, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მთავარ ფოიეში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ანალიტიკური ვებპლატფორმის - „ბიუჯეტის მონიტორის“ გახსნასთან დაკავშირებული  ღონისძიება გაიმართა.

ვებპლატფორმა (budgetmonitor.ge) პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, დაინტერესებულ ექსპერტებსა და მოქალაქეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ მათთვის საინტერესო სფერო და მყისიერად მიიღონ მუდმივად განახლებადი და სანდო ინფორმაცია სახელმწიფო შემოსავლების, ხარჯების, ვალის, ინფრასტრუქტურული პროექტების, პროგრამული ბიუჯეტის, შესყიდვების, და აღნიშნულ საკითხებზე აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზებისა და რეკომენდაციების შესახებ.

 „სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შექმნა ინოვაციური ვებპლატფორმა „ბიუჯეტის მონიტორი“, რომელსაც ანალოგი არ აქვს. ვებგვერდი ინტერაქტიულია და მომხმარებელს შეუძლია, მიიღოს საჯარო რესურსების მართვასთან დაკავშირებული დიდი მოცულობის ინფორმაცია მარტივად აღქმადი ფორმით, მოახდინოს სასურველი ინფორმაციის არჩევა, დამუშავება, სხვა მონაცემებთან შედარება, პროგნოზირება“. - განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროგრამის ხელმძღვანელის, დევიდ სმიტის შეფასებით, „ბიუჯეტის მონიტორი“ უნიკალური და მომხმარებელზე ორიენტირებულია. „ის საინტერესო ხელსაწყოა როგორც ზოგადად აქტიური მოქალაქეებისთვის, ასევე, მედიისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და განსაკუთრებით-საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის და აპარატის თანამშრომლებისთვის" - განაცხადა დევიდ სმიტმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები.

იხ. ბროშურები: PDF-1 და PDF-2

იხ. ვიდეო

ხ. ინტერნეტ წყაროები

უკან