Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

კატეგორიის მიხედვით

2017-01-31 22:33:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო პარლამენტარების საორიენტაციო სასწავლო პროგრამაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო პარლამენტარების საორიენტაციო სასწავლო პროგრამაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო პარლამენტარების საორიენტაციო სასწავლო პროგრამაში

2017 წლის 23-25 და 30-31 იანვარს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო დონორების მიერ (EU/UNDP, WFD, NDI, USAID/GGI) ორგანიზებულ პარლამენტის წევრების საორიენტაციო პროგრამაში. აღნიშნული პროგრამა გათვალისწინებულია ახლადარჩეული პარლამენტის წევრებისთვის (რომლებიც არ ყოფილან ბოლო მოწვევის პარლამენტში) და ძირითადად ეხება მათი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას.

პროგრამაში მონაწილეობდა 70-მდე პარლამენტის წევრი, რომლებიც მუშაობდნენ  5 ჯგუფად. სასწავლო კურსის განმავლობაში სხვა თემებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები გაეცნენ  საჯარო ფინანსების მართვის პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლს, მის  ძირითად ფუნქციებსა და ანგარიშებს. ამასთანავე, პრეზენტაციის ფარგლებში განხილულ იქნა, თუ როგორ უზრუნველყოფს აუდიტის სამსახური თავისი საქმიანობით პარლამენტის ხელშეწყობას საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პროცესში და როგორ შეიძლება აუდიტის სამსახურის ანგარიშებში წარმოდგენილი შედეგებისა და რეკომენდაციების გამოყენება. პრეზენტაცია მიმდინარეობდა დისკუსიის ფორმატში. 

უკან