Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

კანონმდებლობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესი

განახლების თარიღი: 06:09:2015

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახურის) შინაგანაწესით (შემდგომში – შინაგანაწესი) განსაზღვრულია შემდეგი საკითხები:

ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;

ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;

გ) სამსახურში არყოფნის შეტყობინებისა და სამსახურიდან დროებით გათავისუფლების წესი;

დ) შვებულება და საავადმყოფო ფურცელი;

ე) სამსახურებრივი მივლინება;

ვ) დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ყოფნის პირობები და წესი;

ზ) სამსახურებრივ საკითხებზე სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანებების მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;

თ) ხელფასის გაცემის დრო და ადგილი;

ი) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ნორმები;

კ) დისციპლინური პასუხისმგებლობა;

ლ) წახალისების ფორმები.