Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

კანონმდებლობა

კანონმდებლობა

კანონი — სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული აქტი, რომელიც არეგულირებს უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს. კანონები ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლის მეშვეობითაც უნდა დადგინდეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმების უმეტესი რაოდენობა, რომლებიც მიიღება კონსტიტუციის დებულებებისა და პრინციპეპის საფუძველზე და მათ განსავითარებლად. კანონები, მათში არსებული ნორმების მნიშვნელობის მიხედვით, იყოფა კონსტიტუციურ, ორგანულ და ჩვეულებრივ კანონებად. ჩვეულებრივი კანონები, თავის მხრივ, იყოფა სამოდიფიკაციო და მიმდონარე კანონებად.


კონსტიტუციური კანონი არეგულირებს საზოგადოების ან სახელმწიფოებრივი ცხოვრების მხოლოდ ცალკეულ დარგებს, თუმცა თავისი იურიდიული ძალისა და მიღების წესით არაფრით არ განსხვავდება კონსტიტუციისგან. კონსტიტუციური კანონით მოქმედი კონსტიტუციის ტექსტში შედის ცვლილებები ან დამატებები, რის შემდეგ ის წყვეტს დამოუკიდებელი ნორმატიული აქტის სახით არსებობას.


ორგანული კანონი საქართველოს კონსტიტუციური სამართლის სპეციფიკური წყაროა. ორგანული კანონის მიღება პირდაპირ არის გათვალისწინებული კონსტიტუციაში. ორგანული კანონის არსი ის არის, რომ იგი ავსებს კონსტიტუციას, არ ცვლის მის ძირითად პრინციპებს და არ ეხება მის სიღრმისეულ აზრს.

ჩვეულებრივი კანონები არეგულირებენ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ცხოვრების ცალკეულ სფეროებს.