სახელმწიფო აუდიტის სამსახური მესამე წელია აუდიტორულ პროცედურებს აუდიტის მართვის ელექტრონული სისტემის (AMS) საშუალებით ატარებს. AMS სისტემა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით დაინერგა, რაც სამსახურს აუდიტის მიმდინარეობაზე ეფექტიანი ხარისხის კონტროლის საშუალებას აძლევს.
ტექნოლოგიური გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს მალტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მომართა.
პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოსა და მალტის აუდიტორულ უწყებებს შორის ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ონლაინ შეხვედრაზე გენერალურმა აუდიტორებმა არსებული ურთიერთობების სხვადასხვა ფორმატში განვითარების მზადყოფნა გამოთქვეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, აუდიტის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით, მთლიან აუდიტორულ საქმიანობას, მიმდინარე წლიდან ახორციელებს, გასულ წელს AMS-ში ჩატარდა 68 აუდიტი, 2018 წელს კი 46 აუდიტი.


