სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საერთაშორისო პარალელურ აუდიტს ატარებს 06 დეკემბერი, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახური უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსის უმაღლეს აუდიტორულ უწყებებთან ერთად ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის ეფექტიანობის  აუდიტს ახორციელებს.

ხუთი ქვეყნის აუდიტორები დამოუკიდებლად, საკუთარ ქვეყნებში ჩაატარებენ ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამის აუდიტს, რომელიც საბოლოო ჯამში გაერთიანდება და გაიცემა ერთობლივი რეკომენდაციები. ხუთი ქვეყნის პარალელური აუდიტი  2016-2018 წლებს მოიცავს.

სამუშაო შეხვედრის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეწვია ბელორუსის აუდიტორული უწყების სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა აუდიტში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრაზე აუდიტის მიმდინარეობისას გამოყენებულ პროცედურები და მიღწევები გააცნეს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბელორუსის დელეგაცია გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს, გენერალური აუდიტორის მოადგილეს ეკა ღაზაძეს და სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროს ზაზა შეყილაძეს შეხვდნენ.

ბელორუსის აუდიტორული ინსტიტუციის წარმომადგენლები ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს სხვა მიმართულებების აუდიტებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრაქტიკით დაინტერესდნენ.  

პროექტი „გერმანიის საზოგადოება − საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“_GIZ-ის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო პარალელური აუდიტის სახით ხორციელდება.