სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ევროკავშირის პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ 2017 – 2020 15 სექტემბერი, 2022

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტის მიზანი იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის შემდგომი გაძლიერება, რამაც გააუმჯობესა საქართველოში საჯარო ფინანსების კონტროლი და ანგარიშგება. პროექტის განმახორციელებელ კონსორციუმს ხელმძღვანელობდა GFA Consulting Group GmbH, რომელშიც ასევე გაერთიანებულნი იყვნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების საერთაშორისო საზოგადოება (GIZ) და ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

პროექტის შედეგები:

  • განახლდა არსებული ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის სახელმძღვანელოები აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და აუდიტის ტრენინგის განახლებული მოდულებით გადამზადდა აუდიტორთა 70%.
  • განახლდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო.
  • გაიზარდა სამსახურის წარმომადგენელთა შესაძლებლობები საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) შესაბამისად მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის განსახორციელებლად.
  • განხორციელდა აუდიტის მართვის სისტემის (AMS) ადაპტირება სამსახურის საჭიროებებთან და მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა აუდიტის სახელმძღვანელოებსა და ორგანიზაციულ მოთხოვნებთან. აუდიტორთა 70% გადამზადდა AMS-ში.
  • შემუშავდა IT აუდიტის სახელმძღვანელოები.
  • გაიმართა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მაღალი რანგის შეხვედრები როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ასევე საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელებისთვის, ნიდერლანდების, ბელგიის სამეფოს, ფინეთისა და ლატვიის რესპუბლიკების უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებში.