სახელმწიფო აუდიტის სამსახური

კრისტიან ურსე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეწვია 08 ივლისი, 2020

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე ვადის დასრულებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეწვია და გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს და გენერალური აუდიტორის მოადგილეს  ეკა ღაზაძეს შეხვდა.

ევროპის საბჭო პოლიტიკური პარტიების ფინანური მონიტორინგის მიმართულებით  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მთავარი პარტნიორია. ევროსაბჭოს საქართველოს ოფისი აუდიტის სამსახურს ამ კუთხით შესაძლებლობების გაძლიერებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაში ეხმარება.

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს მნიშვნელოვანი პარტნიორული ურთიერთობების შედეგები. ირაკლი მექვაბიშვილმა კრისტიან ურსეს მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის მხრიდან გაწეული თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის.