სახელმწიფო აუდიტის სამსახური

დიდ მონაცემთა ანალიტიკა უკეთესი მმართველობისათვის 2018 – 2019 06 სექტემბერი, 2022

პროექტის ფარგლებში განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების სისტემისა და მასთან დაკავშირებული მონაცემების ანალიზი, საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება დიდ მონაცემთა ანალიზისათვის სპეციალიზებული პროგრამებით და ტრენინგ-კურსებით.

პროექტის შედეგები:

  • სამსახურის ანალიტიკოსებმა გაიარეს სერტიფიცირება და ტრენინგ კურსები: მონაცემთა ბაზების დამუშავებასა და ანალიზში (Querying Microsoft SQL), მონაცემთა მეცნიერების (Data Science) პროფესიული სერტიფიცირება და მონაცემთა მეცნიერება (Data Science) მენეჯერებისთვის.
  • შესყიდულ იქნა დიდი მონაცემების ანალიზის სპეციალიზებული პროგრამა Caseware IDEA და მონაცემთა ვიზუალიზაციის პროგრამა Tableau.
  • მომზადდა საინფორმაციო ვიდეორგოლი დიდი მონაცემების თაობაზე, რომელიც განთავსდა როგორც მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდზე, ასევე სხვადასხვა საინფორმაციო სივრცეებში (იხ. https://www.worldbank.org/en/news/video/2018/11/22/georgia-making-big-data-work-for-governance).