Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

საერთაშორისო ურთიერთობები

დეკლარაციები

განახლების თარიღი: 21:08:2014

იხ. ლიმას დეკლარაცია

იხ.მეხიკოს დეკლარაცია

INTOSAI

1992 წლიდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) წევრი, ისევე როგორც გაეროს წევრი ქვეყნების უმეტესი უმაღლესი აუდიტორული ორგანოები. INTOSAI დაარსდა 1953 წელს და ამჟამად ის შედგება 192 სრული და 5 ასოცირებული წევრისგან.

INTOSAI არის ავტონომიური, დამოუკიდებელი და აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს საჯარო აუდიტის სფეროში იდეების და გამოცდილების გაზიარებას საერთაშორისო დონეზე.

INTOSAI-ის გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი ორგანო არის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო კონგრესი, INCOSAI, რომელიც იკრიბება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. INTOSAI მოიცავს 7 რეგიონალურ სამუშაო ჯგუფს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს თავის წევრებს გაიზიარონ პროფესიული გამოცდილება და ითანამშრომლონ რეგიონულ დონეზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქტიურ მონაწილეობას იღებს INTOSAI-ის საქმიანობაში და წარმოდგენილია შემდეგ კომიტეტებში, ქვე-კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში:

მიზანი 1. პროფესიული სტანდარტების კომიტეტი

  • შესაბამისობის აუდიტის ქვეკომიტეტი;
  • შიდაკონტროლის სტანდარტების ქვეკომიტეტი;


მიზანი 2. შესაძლებლობების გაზრდის კომიტეტი

  • INTOSAI განვითარების ინიციატივა (IDI);

მიზანი 3. ცოდნის გაზიარების კომიტეტი

  • გარემოს დაცვის აუდიტის სამუშაო ჯგუფი;
  • პროგრამის შეფასების სამუშაო ჯგუფი;
  • სამუშაო ჯგუფი IT აუდიტზე;

დამატებითი ინფორმაციისთვის INTOSAI-ის შესახებ იხილეთ ბმული - http://www.intosai.org/

EUROSAI

1993 წლიდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის წევრი (EUROSAI), რომელიც წარმოადგენს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) ერთ-ერთ რეგიონულ ჯგუფს. EUROSAI დაარსდა 1990 წელს და ის აერთიანებს 49 ევროპული სახელმწიფოს უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს.

EUROSAI-ს მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მისი წევრი უმაღლესი აუდიტორული ორგანოების პროფესიულ და ტექნიკურ განვითარებასა და თანამშრომლობას, ასევე საჯარო სექტორის აუდიტის შესწავლის განვითარებას და იმუშაოს საჯარო აუდიტის ტერმინოლოგიის ჰარმონიზაციისაკენ.

EUROSAI-ს კონგრესი არის EUROSAI-ს უმაღლესი ორგანო და შედგება ყველა წევრისგან. აღნიშნული ორგანიზაცია რეგულარულად მართავს სესიებს ყოველ სამ წელიწადში ერთხელ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქტიურად არის წარმოდგენილი EUROSAI-ს შემდეგ სამიზნე და სამუშაო ჯგუფებში:

  • სამიზნე ჯგუფი 1 “შესაძლებლობების გაზრდა”;
  • სამიზნე ჯგუფი 2 “პროფესიული სტანდარტები”;
  • გარემოს დაცვის აუდიტის სამუშაო ჯგუფი;

EUROSAI-ს სამიზნე და სამუშაო ჯგუფების წევრობა და მათ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა, ხელს უწყობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში თანამედროვე მეთოდოლოგიის და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.

დამატებითი ინფორმაციისთვის EUROSAI-ის შესახებ იხილეთ ბმული - http://www.eurosai.org/

ASOSAI

2004 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების აზიური ორგანიზაციის წევრი. ASOSAI არის INTOSAI-ს ერთ-ერთი რეგიონული სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაარსდა 1979 წელს და შედგება 45 უმაღლესი აუდიტორული ორგანოსგან.

ASOSAI-ს მთავარი მიზანი არის უზრუნველყოს საჯარო აუდიტორები ტრეინინგის შესაძლებლობებითა და სწავლის გაგრძელებით, ფუნქციონირებს როგორც საინფორმაციო ცენტრი და ასევე ხელს უწყობს მათთან მჭიდრო თანამშრომლობას აუდიტის ხარისხისა და შესრულების გაუმჯობესების მიზნით.

ASOSAI-ს ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იღებს აქტიურ მონაწილეობას გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში. ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ესწრება ASOSAI-ს ან მისი წევრი უმაღლესი აუდიტორული ორგანოების მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებსა და სემინარებს, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ინსტიტუციური განვითარების პროცესს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ASOSAI-ის შესახებ იხილეთ ბმული - http://www.asosai.org