Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

საერთაშორისო ურთიერთობები

გაეროს განვითარების პროგრამა ( UNDP )

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ჩარჩოებში საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განხორციელდა მენეჯმენტის შესაძლებლობების განვითარების პროექტი, რომელიც ემსახურებოდა ადამიანური რესურსების მართვისა და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემებისა და ადამიანური რესუსრსების მართვის სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ადამიანური რესურსების სფეროში გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თანამშრომლობა დაამყარა ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოსთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა სასწავლო ვიზიტი ჩეხეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოში და ასევე ჩეხი ექსპერტების ვიზიტი საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. აღნიშნულ ღონისძიებეზე განხილულ იქნა ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული ტრენინგსისტემებისა და ადამიანური რესურსების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და არჩეული სტრატეგიის წარმატების შეფასების კრიტერიუმების შექმნის საკითხები.

USAID-ის პროგრამა „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში” (G3)

2011 - 2012 წლები

აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობით, თანამშრომლობა გაღრმავდა აშშ-ის სამთავრობო საანგარიშგებო სამსახურთან. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამუშაო ვიზიტით მოწვეული იყო აშშ-ის სამთავრობო საანგარიშგებო სამსახურის სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი. სამუშაო შეხვედრებზე ამერიკელმა ექსპერტმა წარმოადგინა სტრატეგიული დაგეგმვის, განახლებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტების შემუშავების პრინციპები, რომელთა გათვალისწინებით შემუშავდა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიის პროექტი.

G3 პროგრამის ხელშეწყობითვე, აშშ-ის სამთავრობო საანგარიშგებო სამსახურის მიერ ყოველწლიურად ორგანიზებულ 4-თვიან საერთაშორისო აუდიტორულ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას იღებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთი თანამშრომელი. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს უახლესი ინფორმაციის გაცვლას, აუდიტორული სფეროს აქტუალური საკითხების განხილვას, გამოცდილების გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას.

აღნიშნულ სასწავლო პროგრამაში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2010 და 2011 წლებში საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამმა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

ზემოხსენებული სასწავლო პროგრამის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესწავლისა და ქართული ანალოგის შემუშავების მიზნით, კვლავ G3 პროგრამის მხარდაჭერით მოწვეულნი იყვნენ აშშ-ის სამთავრობო საანგარიშგებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, რომელთაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს, ამერიკულ მასალებზე დაყრდნობით, სასწავლო ტრენინგმოდულების შემუშავებაში სათანადო კონსულტაციები გაუწიეს.

G3 პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელებული ღონისძიებების გარდა იგეგმება თანამშრომლობის შემდგომი ეტაპები, რომლებიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • კონსულტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მენეჯერებისა და თანამშრომლებისთვის ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმის 2013-2016 წლების მიხედვით განახლებისა და 2013 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით;
  • დახმარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისთვის სტრატეგიული გეგმისა და 2013 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მაჩვენებლების შემუშავებასა და სრულყოფაში;
  • ერთობლივი მუშაობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებთან შესრულების მაჩვენებლების მიხედვით ორგანიზაციის საქმიანობის წლიური მონიტორინგისა და ანგარიშის წარმოების სისტემის შესაქმნელად.

ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახური

2009 – 2011 წლები

ორ უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი (ქ. რიგა, 19 ივნისი, 2010 წ.) და ასევე ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას (ქ. ქუთაისი, 29 აგვისტო, 2010 წ.). აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ლატვიელ კოლეგებთან ერთად განხორციელდა სამი საპილოტეაუდიტი საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავებული ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიის მიხედვით.

საპილოტე აუდიტები განხორციელდა საქართველოს სამი სამინისტროში მაგალითზე: შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო.

ზემოაღნიშნული პროექტის შედეგად ჩამოყალიბებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების საფუძველზე ორ უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს შორის თანამშრომლობა და კონსულტაციები გრძელდება სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც.

პოლონეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახური

2012 წლის 14 - 16 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, ლევან ბეჟაშვილის საპასუხო ვიზიტის დროს პოლონეთში, მხარეებმა განსაზღვრეს თანამშრომლობის ძირითადი სფეროები: სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება და საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტები.

ორ უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების მიზნით პოლონური გამოცდილებისა და პრაქტიკის გაცნობას. ეს უკანასკნელი კი უზრუნველყოფს საქართველოში მიმდინარე რეფორმების ეფექტიანად განხორციელებას.

ლიტვის სახელმწიფო აუდიტის სამსახური

2011 – 2012 წლები

  • დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე;
  • დასკვნა ფინანსური ანგარიშგებების პაკეტსა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე, მათ შორის, შემოსავლების აუდიტის ჩათვლით;
  • დასკვნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების ანგარიშზე;
  • საინფორმაციო სისტემების აუდიტი.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში უკვე შედგა ორი სამუშაო შეხვედრა, რომლის დროსაც ლიტველმა კოლეგებმა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინეს რეკომენდაციები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის აუდიტთან დაკავშირებით და ქართველ კოლეგებს გაუზიარეს გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით. სამუშაო შეხვედრებზე შედგა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის სტრუქტურა და განისაზღვრა მისი შინაარსი.

მემორანდუმით განსაზღვრული საკითხების გარდა, ლიტვის უმაღლესი აუდიტორული ორგანო საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სათანადო კონსულტაციებს უწევს და გამოცდილებას უზიარებს სხვა აქტუალურ საკითხებზეც. პროექტი ითვალისწინებს ლიტველი ექსპერტების მესამე ვიზიტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

რუმინეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახური

2010 – 2011 წლები

  • სახელმწიფო აუდიტის მეთოდოლოგიის გაუმჯობესების სფეროში გამოცდილების გაზიარება;
  • თანამშრომლობა პროფესიული ტრენინგების ჩატარებისა და პერსონალის პროფესიული სტანდარტების ათვისების სფეროებში;
  • ორი უმაღლესი აუდიტორული ორგანოს საქმიანობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა;
  • საქართველოსა და რუმინეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული და განსაზღვრული კვლევითი პროექტებისა და აუდიტების ორგანიზება.

სომხეთის კონტროლის პალატა

2010 - 2012 წლები

  • აუდიტის მეთოდოლოგიაში გამოცდილების გაზიარება;
  • პროფესიული მომზადება და ტრენინგი. სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება და პროფესიული კონსულტაციების გაწევა;
  • საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ფარგლებში კოორდინირებული მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით ერთობლივი კონსულტაციები;
  • ერთობლივი და პარალელური აუდიტების ორგანიზება.

უკვე გადაიდგა თანამშრომლობის პირველი ნაბიჯები და უახლოეს მომავალში დაგეგმილია კონკრეტულ აქტივობებზე ხელშეკრულების დოკუმენტის გაფორმება.