Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

ფინანსური მონიტორინგი

ფინანსური მონიტორინგის სამსახური

2011 წლის 30 დეკემბერს, ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში. კანონის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის განხორციელება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაევალა.

კანონით მონიჭებული მანდატის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეფექტიანი კომუნიკაციის მეთოდების საშუალებით მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რაც ინფორმაციის სწრაფად მიღებისა და ანალიზის პროცედურას მნიშვნელოვნად აადვილებს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დეტალურად არის გაწერილი ის ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც პოლიტიკურ პარტიებს ევალებათ. ყველა ქმედება, რომელიც კანონის რეგულაციათა გვერდის ავლით განხორციელდება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ამდენად, ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვებ-გვერდზე განათავსებს და პერიოდულად განაახლებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის საინტერესო დეტალურ ინფორმაციას. ასევე, შეიმუშავებს ინფორმაციის მიღების ფორმებს ცხრილების სახით, რაც ემსახურება პოლიტიკური პარტიების მიერ კანონით სავალდებულო ინფორმაციის მოწოდების გაადვილებას.

ასევე, შესაძლებელია, ნებისმიერი სახის შეკითხვა, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით რეგულირებულ საკითხებს შეეხება, გამოაგზავნოთ მისამართზე: info_cpu@sao.ge.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია პარტიამ სამი დღის ვადაში უნდა წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. თუ შემოწირულობის მიღებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია, თანხა თავის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 3 დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.

პოლიტიკური პარტიის მიერ ინფორმაცია ნებისმიერი სახის შემოწირულობის მიღების შესახებ, სწორედ ამ ფორმის მიხედვით უნდა შეივსოს და გადმოგზავნილ იქნას ელექტრონული სახით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სპეციალურად ამ ტიპის ინფორმაციის მისაღებად განკუთვნილ მისამართზე - cpu@sao.ge. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე თქვენ გამოგეგზავნებათ ავტომატური ელექტრონული დასტური, იმის თაობაზე, რომ თქვენს მიერ შევსებული ფორმა მიღებულია წარმატებით. იმ შემთხვევაში თუ არ მიიღებთ დროულ ელექტრონულ დადასტურებას, დაგვიკავშირდით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცხელ ხაზზე: (+995 32) 243 81 53.

ამასთან, გთხოვთ, პოლიტიკურმა პარტიებმა გვაცნობოთ პასუხისმგებელი საკონტაქტო პირის მონაცემები წერილობითი ფორმით დადასტურებული პარტიის თავმჯდომარის ხელმოწერით. გთხოვთ ამავე ფორმით გვაცნობოთ იმ ელექტრონული ფოსტის მისამართი, საიდანაც რეგულარულად მოხდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი ფორმების შევსებული სახით მოწოდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ოფიციალურ ინფორმაციად მიიჩნევა პოლიტიკური პარტიების მიერ მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული საფოსტო მისამართიდან მიღებული ინფორმაცია. ამასთან, ელექტრონული ფორმით ინფორმაციის მოწოდების პარალელურად, პარტიის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით დადასტურებული ცხრილების დედნები უნდა ჩაბარდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კანცელარიას. ანალოგიური წესით ბარდება წლიური დეკლარაციის ფორმებიც.