Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

FAQ

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმაღლესი აუდიტორული ორგანო, რომელიც ახორციელებს საჯარო სექტორის უწყებების აუდიტს. სას-ის მისიაა, ხელი შეუწყოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახრების ეფექტიან, მიზნობრივ და კანონიერ განკარგვას, ასევე, საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას. თავისი საქმიანობით სახელმწიფო აუდიტის სამსახური:

  • ეხმარება პარლამენტს მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში;
  • ხელს უწყობს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპების განმტკიცებას და საჯარო რესურსების ეფექტიან მართვას საზოგადოების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.