Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

აუდიტი

რას წარმოადგენს აუდიტის ანგარიშები

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფინანსური, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტების საშუალებით ამოწმებს აუდიტის ობიექტის საქმიანობის შესაბამის მიმართულებებს და მათ საფუძველზე უზრუნველყოფს აუდიტის ანგარიშების მომზადებასა და გაცემას.

ფინანსური აუდიტის ანგარიში მოიცავს აუდიტის ობიექტის ანგარიშისა და ანგარიშგების შემოწმებისა და შეფასების შედეგად მიღებულ ინფორმაციას; ამასთანავე, შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციონირებისა და აუდიტის ობიექტის მართვის შეფასებას. ფინანსური აუდიტის ანგარიშებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებაში.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის კანონიერებისა და მიზნობრიობის შემოწმების საფუძველზე მოპოვებულ ინფორმაციას.

ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის ან/და განხორციელებული პროგრამების/პროექტების ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შემოწმებისა და შეფასების შედეგად გამოვლენილ გარემოებებს.