Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

აუდიტი

რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემა

რეკომენდაციების შესრულების პროცესის გამჭვირვალე და სრულყოფილი კოორდინაციის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს გაცემული რეკომენდაციების პრაქტიკაში დროულ და შესაბამის დანერგვას. სისტემაში ასახულია რეკომენდაციების შესრულების პროცესთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტი. აღნიშნული სისტემის მეშვეობით ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს შესაძლებლობა მიიღოს დროული და ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვით სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიზნად ისახავს საკანონმდებლო ხელისუფლების როლის გაზრდას საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალეობისა და ეფექტიანობის უზურნველყოფის პროცესში. აღნიშნული წაახალისებს აუდიტის ობიექტების მიერ რეკომენდაციების შესრულების პროცესს და ხელს შეუწყობს საჯარო სექტორის გამჭვირვალეობისა და ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესებას.

რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესი