Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

აუდიტი

პუბლიკაციები და საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო

პუბლიკაციებისა და უკეთესი პრაქტიკის სახელმძღვანელოების მომზადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიზნად ისახავს მთავრობის მხარდაჭერას საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პროცესში.  პუბლიკაციები და სახელმძღვანელოები მიმოიხილავს არსებული მსოფლიო გამოცდილების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს და უკეთეს პრაქტიკას რეფორმის პროცესში წამოჭრილი იმ აქტუალური საკითხების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია საჯარო მმართველობისა და საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.

SAO–ს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, BRH-გერმანიისა და NIK-პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების დაძმობილების პროექტის საინფორმაციო ბიულეტინი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო უწყებების დაძმობილების პროექტის "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება" მიერ გამოქვეყნებული კვარტალური საინფორმაციო ბიულეტინი

საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში - გარე და საპარლამენტო საფინანსო კონტროლი

წინამდებარე ანალიზი განხორციელებულია გერმანიის საერთაშოსირო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ დაკვეთით. იგი მოიცავს საბიუჯეტო პროცესში საქართველოს პარლამენტის უფლებებსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როგორც გარე საფინანსო კონტროლის ინსტიტუციის როლთან, მისი დამოუკიდებლობის დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებულ საქართველოს საკონსტიტუციო ნორმების ანალიზს. ნაშრომის 1.1- დან 1.4- პუნქტებამდე მიმოხილულია საპარლამენტო - დემოკრატიული სახელმწიფო მოწყობის იდეალტიპიური ძირითადი ჩარჩო-პირობები.

„საშუალოვადიანი ფისკალური მდგრადობის ხელშეწყობა - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პუბლიკაცია საერთაშორისო ჟურნალში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადდა  პუბლიკაცია „საშუალოვადიანი ფისკალური მდგრადობის ხელშეწყობა“ ჟურნალისათვის - „ინოვაციები ევროპის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოებში“ (EUROSAI Innovations). პუბლიკაცია მიმოიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლს. კერძოდ კი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე დასკვნის მომზადებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიზნად ისახავს არამხოლოდ კანონპროექტით გათვალისწინებული მაჩვენებლების საფუძვლიანობისა და კანონიერების შეფასებას, არამედ კანონპროექტის საფუძვლად გამოყენებული მაკროეკონომიკური დაშვებების და განსაზღვრული მაჩვენებლების ფისკალურ ლიმიტებთან შესაბამისობის ანალიზს. აღნიშნულით სამსახური ხელს უწყობს ფისკალურ დისციპლინისა და საშუალოვადიანი ფისკალური მდგრადობის გაძლიერებას.

თემატიკა შერჩეულ იქნა 2008 წლის გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შედეგად, საშუალოვადიანი ფისკალური მდგრადობის უზრუნველსაყოფად უმაღლესი აუდიტორული ორგანოების როლის შესახებ მზარდი საერთაშორისო დისკუსიის გათვალისწინებით.

სახელმწიფო საშინაო ვალის ფინანსური ინსტრუმენტები: საერთაშორისო გამოცდილება

განახლების თარიღი: 21:01:2016

წინამდებარე პუბლიკაცია მიზნად ისახავს განვითარებული ფინანსური ბაზრების მქონე ქვეყნების გამოცდილებისა და მათ მიერ გამოყენებული ფინანსური ინსტრუმენტების სპეციფიკის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას. პუბლიკაციაში განხილულია ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, ავსტრალიისა და შვედეთის საშინაო ვალის ინსტრუმენტები. წარმოდგენილ ქვეყნებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია გამოირჩევა ყველაზე მრავალფეროვანი საშინაო ვალის ფინანსური ინსტრუმენტებით. თუმცა, უმეტესწილად, ყველა ზემოხსენებული სახელმწიფოსათვის ფასიანი ქაღალდები, ძირითადი მახასიათებლებით, მსგავსია. პუბლიკაციაში წარმოდგენილი სახელმწიფო საშინაო ფინანსური ინსტრუმენტების მიმოხილვა, მიუთითებს ამ კუთხით არსებულ მრავალფეროვან საერთაშორისო გამოცდილებაზე, რომლის გაცნობაც და საჭიროებისამებრ გათვალისწინებაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის.

ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი: ასპექტები საერთაშორისო გამოცდილებიდან

განახლების თარიღი: 21:01:2016

პუბლიკაცია მიმოიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის ცალკეულ თეორიულ ასპექტებსა და აღნიშნული მიმართულებებით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას. კერძოდ, თეორიული ასპექტების მიმოხილვა ეყრდნობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული, უკეთესი პრაქტიკის სახელმძღვანელოებით გაწერილ, ეფექტიანი საბიუჯეტო პროცესის წარმოების ძირითად საფეხურებსა და პროცედურებს. გარდა თეორიული ასპექტებისა, პუბლიკაციაში განხილულია წარმატებული საბიუჯეტო სისტემის მქონე ქვეყნების რამდენიმე პრაქტიკული მაგალითი ბიუჯეტის დაგეგმვის საფეხურებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შესახებ. საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვით, პუბლიკაცია მიზნად ისახავს საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის სრულყოფას.

შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირება

განახლების თარიღი: 21:01:2016

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში შედეგზე ორიენტირებული (პროგრამული) ბიუჯეტირების დანერგვის პროცესი ამჟამად საწყის ეტაპზეა, წინამდებარე უკეთესი პრაქტიკის სახელმძღვანელო მიზნად ისახავს, ამ მიმართულებით გამოყენებული მექანიზმებისა და არსებული გამოწვევების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და იმ ძირითადი საკითხების ხაზგასმას, რომელიც არსებითია შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირების რეფორმის პროცესის წარმატებით განსახორციელებლად, როგორც მაკოორდინირებელი უწყების, ისე მხარჯავი დაწესებულებებისათვის.

სახელმძღვანელო მოიცავს ორ ნაწილს: პირველი ნაწილი მიმოიხილავს რეფორმის პროცესის კოორდინაციის მიმართულებით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას, ხოლო მეორე ნაწილი ეძღვნება სტრატეგიული/შედეგზე ორიენტირებული მართვის პროცესის ძირითად ეტაპებს მხარჯავი უწყებების დონეზე.