Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

აუდიტი

ეფექტიანობის აუდიტის არსი

2011 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისისა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხადაჭერით, შეიმუშავა და დაამტკიცა ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელო, რომელიც ეფუძნება საჯარო აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISSAIs 3000 - 3100).

ეფექტიანობის აუდიტი თანამედროვე საჯარო სექტორის აუდიტის ერთ-ერთი სახეა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სახელმწიფო მმართველობის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შესაფასებლად. ეფექტიანობის აუდიტი კონცენტრირებულია შეაფასოს თუ რამდენად იქნა მიღწეული გადახდილი ფასის შესაბამისი ღირებულება.

ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება ხელს უწყობს საჯარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას, მათ მიზანმიმართულად და ეფექტიანად გამოყენებას.

ეფექტიანობის აუდიტის დროს გამოიყენება სხვადასხვა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდები, როგორიცაა:

  • ფინასური ანალიზი;
  • დოკუმენტური შემოწმება;
  • ფოკუს ჯგუფებთან ინტერვიუ;
  • შესასწავლ თემასთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკების და ლიტერატურის მიმოხილვა;
  • კვლევები და გამოკითხვები;
  • მსგავსი ტიპის სხვა ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნებთან შედარება.