Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

აუდიტი

ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგია

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტორულ საქმიანობას წარმართავს ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც შემუშავდა და დაინერგა 2010 წელს შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის მხარდაჭერით.

ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის მეთოდოლოგია ეფუძნება საჯარო აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISSAIs 1000 – 2999; 4000 - 4200), რაც გულისხმობს აუდიტის ჩატარებას რისკზე დაფუძნებული მიდგომით.

რისკზე დაფუძნებული მიდგომა მოიცავს აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ოპერაციების სხვადასხვა ასპექტების, შიდა კონტროლის სისტემის და კონტროლის გარემოს ანალიზს, რათა განისაზღვროს პოტენციური რისკიანი სფეროები, სწორად დაიგეგმოს აუდიტი და მომეტებულ რისკებზე კონცენტრირებით დაიზოგოს დრო.

აუდიტის რწმუნების დონე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული რწმუნების დონე განისაზღვერება 98%-ით, ანუ რისკი იმისა, რომ აუდიტორი ვერ გამოავლენს ფინანსურ ანგარიშგებაში არსებით უზუსტობებს და გასცემს შეუსაბამო დასკვნას, არ აღემატება 2%-ს.

ფინანსური აუდიტის მიზანია:

გონივრული რწმუნების მიღება იმის თაობაზე, შეიცავს თუ არა ფინანსური ანგარიშგება რაიმე არსებით უზუსტობას და დასკვნის გამოტანა, მომზადდა თუ არა ფინანსური ანგარიშგება კანონით დადგენილი მოთხოვნების და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად.

შესაბამისობის აუდიტის მიზანია აუდიტის ობიექტის ოპერაციების და საქმიანობის შეფასება კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ ნორმებთან, სახელშეკრულებო მოთხოვნებთან, საგრანტო მოთხოვნებთან, ორგანიზაციულ პოლიტიკებსა და პროცედურებთან შესაბამისობისობაში.

აუდიტის დასკვნის სახეები - სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გასცემს ოთხი ტიპის დასკვნას:

-უპირობო დასკვნას აუდიტორი გასცემს მაშინ, როდესაც ფინანსური ანგარიშგება წარმოდგენილია სამართლიანად, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით;

-პირობით დასკვნას აუდიტორი გასცემს მაშინ, როდესაც ფინანსურ ანგარიშგებაში უზუსტობები/შეუსაბამობები არ არის იმდენად არსებითი და ყოვლისმომცველი, რომ განაპირობებდეს უარყოფითი დასკვნის გაცემას ან დასკვნის გაცემაზე უარის თქმას.

-უარყოფით დასკვნას აუდიტორი გასცემს მაშინ, როდესაც უზუსტობები/შეუსაბამობები იმდენად არსებით და ყოვლისმომცველ გავლენას ახდენს ფინანსურ ანგარიშგებაზე, რომ აუდიტორის პირობითი დასკვნით ადეკვატურად ვერ აიხსნება მცდარად ან არასრულყოფილად წარმოდგენილი ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია.

-დასკვნის გაცემაზე უარს აუდიტორი ამბობს მაშინ, როდესაც შეზღუდვის შესაძლო ეფექტი იმდენად არსებითი და ყოვლისმომცველია, რომ აუდიტორმა ვერ შეძლო საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება და შესაბამისად შეუძლებელია ფინანსური ანგარიშგების შესახებ დასკვნის გაცემა.

მიმაგრებული ფაილები