Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

აუდიტი

შპს „ბათუმის წყალის“ 2015 წლის შესაბამისობის აუდიტი

გამოქვეყნების თარიღი: 27:01:2017

დეპარტამენტი: აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ტიპი: შესაბამისობის აუდიტი

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა შპს „ბათუმის წყალის“ 2015 წლის შესაბამისობის აუდიტი.  აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

სათავე ნაგებობებიდან მოწოდებული წყლის  დანაკარგმა 2015 წელს 79,4 პროცენტი შეადგინა, ამასთან ადგილი აქვს  მოხმარებული წყლის საფასურის აღურიცხველობის ფაქტს;

კომპანიაში სახელფასო დანამატის დარიცხვასთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, რიგ შემთხვევებში ვერ დგინდება ამ სამუშაოთა სახეები და მათი არასამუშაო საათებში შესრულების აუცილებლობა;

კომპანიის მიერ საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით შექმნილი შიდა კონტროლის სისტემა სრულად ვერ უზრუნველყოფს გახარჯული საწვავის ხარჯად აღიარების დადასტურებას; 

კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით შექმნილი შიდა კონტროლის სისტემა სრულად ვერ უზრუნველყოფს  მიმწოდებლების მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე ეფექტურ ზედამხედველობას, რაც მიმწოდებლების მხრიდან ვალდებულების არასრულად შესრულებაში, პირგასამტეხლოს გაუვრცელებლობასა და ხელშეკრულებებში განხორციელებულ არაარგუმენტირებულ ცვლილებებში  გამოიხატება.

 აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდი

გამოქვეყნების თარიღი: 27:01:2017

დეპარტამენტი: აუდიტის დეპარტამენტი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ტიპი: შესაბამისობის აუდიტი

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 

2015 წლის 1 იანვარი - 2016 წლის 1 იანვარი

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2015 წლის შესაბამისობის ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი: 27:01:2017

დეპარტამენტი: აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ტიპი: შესაბამისობის აუდიტი

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2015 წლის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

დეპარტამენტის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზა „ორთაბათუმი-მასაურის“ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები განხორციელდა მოქმედი რეგულაციებისა და მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების პირობების დაუცველად;

დეპარტამენტმა       საავტომობილო გზა „შუახევი-უჩამბას“ მონაკვეთზე, ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გააფორმა ხელშეკრულება მიმწოდებელთან, სახელშეკრულებო ღირებულებით 940 450 ლარი. დეპარტამენტმა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება, განახორციელა იმ პირობებში, როდესაც მიმწოდებლის მიერ არ იყო წარმოდგენილი ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისი საექსპერტო დასკვნა;

დეპარტამენტმა 2015 წლის განმავლობაში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში განახორციელა 1 535 845 ლარის გადახდა იმ პირობებში, როდესაც მიმწოდებლების მიერ არ მომხდარა ინფორმაციის წარდგენა ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ;

2015 წელს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში არსებული მატერიალური ფასეულობები, რომლებიც არ ირიცხებოდა დეპარტამენტის ბალანსზე. მოქმედი კანონმდებლობით, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობით, ორგანიზაციაში გაიზრდება წმინდა ღირებულება, როგორც სხვა ეკონომიკური ნაკადი, რაც დეპარტამენტის მიერ არ განხორციელებულა.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსების მართვის პროცესის გაუმჯობესებას.  

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ - შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2012, 2013 და 2014 დასრულებული წლებისათვის

გამოქვეყნების თარიღი: 26:01:2017

დეპარტამენტი: ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტი

ტიპი: შესაბამისობის აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის 2016 წლის 11 ოქტომბრის N8774/31 გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 2016 წლის 8 სექტემბერის შესაბამისობის აუდიტის N47/36 ანგარიშში შეტანილი ცვლილებით.

 

ბუნებრივი გაზის მოხმარების ფაქტობრივი მონაცემები არ არის შესაბამისობაში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ ბუნებრივი გაზის ბალანსების მონაცემებთან.

პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ფარგლებში, 2012-2014 წლებში მოპოვებულია 34,055,210მ3 მომყოლი გაზი, საიდანაც საოპერაციო მოხმარებისთვის გაიხარჯა 1,498,462მ3, სასაქონლო სახე მიეცა 21,073,880მ3 გაზს, ხოლო დანარჩენი გაფრქვეულია ან/და დამწვარია ჩირაღდანზე.

„ჯახუნდერი-ლალხორი-იფარი-მესტიის“ და „იფარი თეთნულდის“ მიმართულებით, 110 და 35 კვ. ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით ჩატარებული საინჟინრო გეოლოგიური კვლევის მონაცემების საფუძველზე, ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენების განთავსების ზოლში (20.7 კმ), VII კატეგორიის გრუნტის გავრცელება საერთოდ არ დაფიქსირდა. აღნიშნულის მიუხედავად, ხარჯთაღრიცხვასა და შესრულებულად ნაჩვენებ სამუშაოებში ასახულია 248,283მ3 VII კატეგორიის გრუნტისმოჭრა და გადაადგილება, რაც საერთო მოცულობის 68%-ია. VII კატეგორიის გრუნტისმოჭრისა და გადაადგილების სამუშაოების ღირებულებამ 3,911,709 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ VII კატეგორიის გრუნტისმოჭრისა და გადაადგილების სამუშაოების ღირებულება მინიმუმ 3-ჯერ აღემატება ყველა სხვა დანარჩენ კატეგორიის გრუნტებთან დაკაშირებულ სამუშაოების ღირებულებას.

შპს „ნიუ ენერჯიმ“ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ არ წარუდგინა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 2,222,780 ლარზე, რის გამოც 2012 წელს კორპორაციამ ვერ აინაზღაურა  ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ფინანსური ზიანი.

2014 წელს კორპორაციის კუთვნილი ავტომობილების დაზღვევაზე გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიამ არ მოითხოვა გამარჯვებული პრეტენდენტისგან სატენდერო განაცხადით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენა. კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პრეტენდენტი კანონმდებლობის შესაბამისად დაექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას.

2012 წელს შპს „სერვისკომთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები მონეტარული ზღვრების გაუთვალისწინებლად განხორციელებულია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2012-2014 წლებში კორპორაციის მიერ სამაშველო რაზმის დასაფინანსებლად გაწეულია 3,784,339 ლარის ხარჯი. რაზმის ერთ-ერთი ფუნქციაა გაზსადენი სისტემის, ნავთობსადენების და ნავთობის საბადოების პატრულირება და უკანონო მიერთებების აღმოჩენა. აღსანიშნავია, რომ არც ერთი გაზსადენი და ნავთობსადენი კორპორაციის ექსპლუატაციაში არ არის, ამიტომ კორპორაციის მიერ გაწეული ხარჯი არ არის მიზანშეწონილი.

კორპორაციამ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოშვებული 250,000,000 აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციებიდან, 28,500,000 აშშ დოლარი გადაასესხა შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროზე“. გირავნობის ხელშეკრულებით, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“ ვალდებული იყო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში შეენარჩუნებინა გირავნობის საგნის ღირებულება (85,738,000 ლარი), თუმცა 25,004,426 აშშ დოლარის ოდენობის ქონების გასხვისებით, მნიშვნელოვნად შემცირდა კორპორაციის სასარგებლოდ დატვირთული გირავნობის საგანი.

 

 

მიმაგრებული ფაილები

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ 2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი

გამოქვეყნების თარიღი: 23:01:2017

დეპარტამენტი: აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ტიპი: შესაბამისობის აუდიტი

 

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა შპს  „ბათუმის ავტოტრანსპორტის“  2014-2015 წლის  შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

საზოგადოების მიერ  42 038 ლარი პრემია გაცემულია იმ თანამშრომლებზე, რომლებზეც შინაგანაწესის დარღვევისათვის გამოყენებულია დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები შენიშვნა, საყვედური და სასტიკი საყვედური;

საზოგადოების მიერ 15 659 ლარის ღირებულების მომსახურების შესყიდვა, ნაცვლად გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა, განხორციელებულია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;

ავტონაწილებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების სატენდერო წინადადების შესაბამისად მიწოდება და გადახდილი ფასის საბაზრო/სავაჭრო ფასთან შესაბამისობა წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დასტურდება; 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ, არგუმენტირებული მტკიცებულების გარეშეა შემცირებული  მისაწოდებელი ნაწილების რაოდენობა და ღირებულება;

ავტონაწილების ხარჯვასთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის ტექნიკურად გამართულობის შესახებ  დოკუმენტში, ავტონაწილების დამონტაჟების აქტებში და GPR მომსახურების ინფორმაციაში ასახული მონაცემების ურთიერთშესაბამისობა წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დასტურდება.

გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადდა აუდიტის ანგარიში და გაიცა  შესაბამისი რეკომენდაციები.

შპს „სავაჭრო ცენტრი 2009-ის“ 2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი

გამოქვეყნების თარიღი: 23:01:2017

დეპარტამენტი: აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ტიპი: შესაბამისობის აუდიტი

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა შპს ,,სავაჭრო ცენტრი 2009-ის’’ 2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი, აუდიტის შედეგად გამოვლინდა რიგი დარღვევა-ნაკლოვანებები. კერძოდ:

კომპანიის მიერ, მოიჯარეებთან შესაბამისი საიჯარო ფართების გამოყოფა და ღირებულების განსაზღვრა ხორციელდება დირექტორის ბრძანებით, რომელიც ფიზიკურად კომპანიაში არ ინახება. აღნიშნული, შემოსავლების მიღების პროცესი შიდა კონტროლის სისუსტეს წარმოადგენს და საიჯარო ღირებულებების არაზუსტი ფასის განსაზღვრის რისკებს წარმოშობს;

საზოგადოების ეკონომიკურ საქმიანობაში, მოიჯარეებთან დებიტორული ვალდებულებების გაქვითვის სანაცვლოდ, ხორციელდება მოიჯარის საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა კომპანიაზე, რომელთა ღირებულებამაც, აუდიტის პერიოდში 8 840 ლარი შეადგინა, თუმცა ვალდებულებების გაქვითვის საპირწონედ, ქონებების შეფასება არ არის განხორციელებული შესაბამისი კომპეტენციისა და სპეციალური ცოდნის მქონე სუბიექტის მიერ;

კომპანიის მიმართ 32 937 ლარის დებიტორული მოთხოვნების ამოღებასთან დაკავშირებით, არ ხდება ქმედითი ღონისძიებების შემუშავება და გატარება. შესაბამისად, კომპანიის მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს თანმდევი ღონისძიებების შემუშავება, კანონმდებლობით გათალისწინებული პროცედურების მიხედვით, რაც ყოველწლიურად შეამცირებს საზოგადოების დებიტორულ მოთხოვნებს და გაზრდის  ფინანსურ შემოსავლებს.

აღნიშნულ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომედაციები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსების მართვის პროცესის გაუმჯობესებას.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ფინანსური აუდიტი

გამოქვეყნების თარიღი: 17:01:2017

დეპარტამენტი: აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ტიპი: ფინანსური აუდიტი

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ბალანსის მონაცემები ფინანსური აქტივებისა და მოთხოვნების შესახებ, ორგანიზაციის რეალურ ფინანსურ მდგომარეობასთან შედარებით, არანაკლებ 1,460.6 ათასი ლარით არის გაზრდილი. ამასთან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ბალანსის მონაცემები არაფინანსური აქტივების ნაშთის შესახებ შეუსაბამოა ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობასთან;

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ბალანსის მონაცემები სხვა მოკლევადიანი დავალიანებების შესახებ, ორგანიზაციის რეალურ ფინანსურ მდგომარეობასთან შედარებით, არანაკლებ 30.4 ათასი ლარით არის გაზრდილი;

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ბალანსის თანახმად, ძირითადი კაპიტალის მოხმარების ფაქტობრივი ხარჯი, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგენს 12,379.8 ათას ლარს. აუდიტორული პროცედურების შედეგად დგინდება, რომ ძირითადი კაპიტალის მოხმარების ხარჯში ასახულია იმ ძირითად აქტივებზე დარიცხული ცვეთაც, რომელიც მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, არ ექვემდებარებოდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე აღრიცხვას. აგრეთვე, რიგ დასრულებულ და ექსპლუატაციაში მყოფ ძირითად აქტივებს არ ერიცხება ცვეთა, რაც ხელოვნურად ზრდის მათ ღირებულებებს და შესაბამისად, ამცირებს ძირითადი კაპიტალის მოხმარების ფაქტობრივ ხარჯს;

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ბალანსის თანახმად, ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა 211.9 ათასი ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ აღნიშნული ხარჯიდან 45.6 ათასი ლარის ღირებულების 28,431 ლიტრი ბენზინი/ დიზელის საწვავი გახარჯულია 28 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც არ ირიცხება მერიის ბალანსზე და იმყოფებოდა მერიის საჯარო მოსამსახურეების მფლობელობაში. აუდიტის ობიექტის უფლებამოსილი პირის განმარტებით, საწვავის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დადასტურება შეუძლებელია;

2015 წელს საინვენტარიზაციო კომისიის  მიერ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონებიდან განხორციელებული იქნა მხოლოდ ადმინისტრაციული დანიშნულების მოძრავი ქონების ინვენტარიზაცია, რითაც დარღვეული იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი და მე-4 მუხლი.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.