Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

აუდიტი

რა არის საჯარო აუდიტი

საჯარო აუდიტის მიზანია საჯარო რესურსების მართვის დამოუკიდებელი და ობიექტური შეფასება, ასევე იმის დადგენა, თუ რამდენად ეფექტიანად ხდება დასახული მიზნის მიღწევა. ზემოაღნიშნულის შეფასებით, აუდიტორი ეხმარება საჯარო სექტორს ანგარიშვალდებულებისა და ოპერაციული საქმიანობის გაუმჯობესებაში, აგრეთვე საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ნდობის განმტკიცებში. საჯარო აუდიტი უზრუნველყოფს:

  • საჯარო რესურსების მართვაში ნაკლოვანებების გამოვლენას;
  • ნაკლოვანებების პრევენციისათვის შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას;
  • ტენდენციებისა და ახალი გამოწვევების განსაზღვრას.

აუდიტის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • აუდიტის დაგეგმვის ეტაპი - ამ ეტაპზე აუდიტორი ახორციელებს აუდიტის ობიექტის საქმიანობისა და შესაბამისი შიდა კონტროლის სისტემების შესწავლას, ასევე ადგენს არსებითობის დონეს და ახდენს მნიშვნელოვანი აუდიტორული რისკების იდენტიფიცირებას.
  • ადგილზე შესასრულებელი სამუშაოების ეტაპი, რომლის დროსაც ხდება შესაფერისი, საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებების მოპოვება, რომელიც აუდიტის დასკვნის გაცემის საფუძველია.
  • აუდიტის ანგარიშგების ეტაპი, რომლის დროსაც ხდება მიღებული შედეგების შეფასება და დასკვნების გამოტანა, გამოვლენილი უზუსტობების აღმოსაფხვრელად საჭირო რეკომენდაციების მომზადება, ასევე აუდიტის ანგარიშის შედგენა, დამტკიცება და დასკვნის გაცემა.
  • აუდიტის ბოლო ეტაპია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი, რომლის დროსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური განიხილავს აუდიტის ობიექტის მიერ რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობას წინასწარ დადგენილი ვადების მიხედვით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს სახელმწიფო დაწესებულებების ფინანსურ ანგარიშებს და მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობას, აფასებს მათ ეფექტიანობას და გასცემს რეკომენდაციებს შედეგების გასაუმჯობესებლად.

ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სოციალურ, ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერების, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში. ჩვენი რჩევების გათვალისწინებით, გაფართოვდა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე პირთა წრე, გაუმჯობესდა დაზღვეულთა ინტერესების დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ინტეგრირება საზოგადოებაში, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საყოფაცხოვრებო პირობები, საჯარო სკოლებისა და მოსწავლეების ინტერესების დაცვა, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ქონების მართვა და ა.შ.

ჩვენ მიერ ჩატარებული ფინანსური და ეფექტიანობის აუდიტების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციებით ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი იზოგება სახელმწიფო ბიუჯეტში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებს სამი სახის საჯარო აუდიტს:

  • ფინანსური აუდიტი, რომლის მიზანია გონივრული რწმუნების მიღება იმის თაობაზე, შეიცავს თუ არა ფინანსური ანგარიშგება რაიმე არსებით უზუსტობას და დასკვნის გამოტანა, მომზადდა თუ არა ფინანსური ანგარიშგება კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად.
  • შესაბამისობის აუდიტი, რომლის მიზანია აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და საქმიანობის შეფასება კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ ნორმებთან, სახელშეკრულებო მოთხოვნებთან, გრანტების მოთხოვნებთან, ორგანიზაციული პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისობასთან მიმართებაში.
  • ეფექტიანობის აუდიტი, რომლის მიზანია შეაფასოს საჯარო რესურსების გამოყენებისა და მართვის ეკონომიურობა, პროდუქტიულობა და ეფექტიანობა.