Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

უკან

ჩვენ შესახებ

მარიკა ნაცვლიშვილი

მარიკა ნაცვლიშვილი

სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი

დაბადების თარიღი: 07.11.1987

ტელ: +995/32/243 81 19

ფაქსი: +995/32/243 81 19

ელ.ფოსტა: mnatsvlishvili@sao.ge

სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და  სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი

აღნიშნული დეპარტამენტი მოიცავს ორ სტრუქტურულ ერთეულს - სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახურსა და სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების სამსახურს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახური პასუხისმგებელია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების/შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებების და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის და სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის მომზადებაზე.

აღნიშნული სამსახურის პასუხისმგებლობის ქვეშ, ასევე, მოქცეულია სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული ოპერაციები და სხვა სახელმწიფო მნიშვენლობის ხარჯები. სამსახური მოხსენებების/დასკვნის მომზადების პროცესში ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ისეთი სისტემური ხასიათის საკითხების ანალიზს, როგორებიცაა:

  • სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა და შიდა კონტროლის მექანიზმები;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მართვა;
  • სახელმწიფო ვალის, მათ შორის სახაზინო ვალდებულებების/ობლიგაციების და სახელმწიფო საგარეო ვალის მართვის საკითხები;
  • სახელმწიფო ფინანსური აქტივების, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის შიდა რესურსებიდან, ასევე საგარეო საკრედიტო რესურსებიდან გაცემული სესხების მართვა;
  • საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების, მათ შორის სარეზერვო ფონდების და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მართვის საკითხები და სხვა;

სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების სამსახური კი პასუხისმგებელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაციაზე, აუდიტის სამსახურის საქმიანობის სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის კოორდინაციაზე, გეგმის შესრულების შესახებ პერიოდული შიდა ანგარიშგების, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიშის მომზადებაზე.