Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

ჩვენ შესახებ

სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის 2017 წლის სამოქმედო გეგმა ხარჯების გათვალისწინებით

განახლების თარიღი: 14:06:2017

....

სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის 2016 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში

განახლების თარიღი: 14:06:2017

....

2014-2017 წლების განვითარების სტრატეგია

განახლების თარიღი: 13:07:2016

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2014-2017 წლებისათვის მოიცავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის გრძელვადიან ხედვას, შესაბამისი მიზნებითა და ამოცანებით.

სტრატეგიული მიზნები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2014-2017 წლების საქმიანობა ეფუძნება შემდგომ მიზნებს :

  1. აუდიტორული საქმიანობით პარლამენტის ხელშეწყობა მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაში;

  2. მთავრობის ხელშეწყობა ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმების განხორციელებაში;

  3. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა;

  4. ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება საქმიანობის ხარისხის ასამაღლებლად.

სტრატეგიული მიზნების ეტაპობრივი განხორციელება ითვალისწინებს სას–ის როლის ზრდას საჯარო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად და ინსტიტუციურ განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

საქმიანობის ეფექტიანობის გაზომვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური გეგმავს საქმიანობის შეფასებას ძირითადი ინდიკატორების (KPI) მეშვეობით, რომელზე დაფუძნებითაც მოხდება დასახული მიზნების მიღწევის პროცესში საქმიანობის ეფექტიანობის გაზომვა და მონიტორინგი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2014-2017

წლებისათვის ითვალისწინებს არსებულ გამოწვევებს და მათ საპასუხო ქმედებებს.

„სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის 2016 წლის სამოქმედო გეგმა ხარჯების გათვალისწინებით“

განახლების თარიღი: 20:10:2016

...

საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის განვითარების 2014 – 2017 წლების სტრატეგიული გეგმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელია სათანადოდ იქნას შესწავლილი და შეფასებული ის საინფორმაციო–ტექნოლოგიური გარემო, რომელშიც საჯარო უწყებები ახორციელებენ ძირითად საქმიანობას. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ გარემოში საჭირო ხდება საინფორმაციო-ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარება IT სისტემების ფუნქციონირების სანდოობისა და გამართულობის შესახებ გონივრული რწმუნების მოსაპოვებლად.

სას–ი აცნობიერებს პასუხისმგებლობას საჯარო სექტორის ელექტრონული სერვისების გამჭვირვალედ და ეფექტიანად ფუნქციონირების/მართვის ხელშეწყობის პროცესში და გეგმავს IT აუდიტის დანერგვასა და შემდგომ განვითარებას. საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის ხელს შეუყწობს, როგორც ფინანსური და შესაბამისობის აუდიტებით მიღებული შედეგების გაუმჯობესებას, ასევე, საჯარო სექტორის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში სას–ის როლის გაზრდას.

2010 - 2012 წლების განვითარების სტრატეგია

წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (სას) განვითარების პრიორიტეტებს 2010-2012  წლებისათვის. სტრატეგიაში ჩამოყალიბებულია სას-ის პოლიტიკა მისი,  როგორც სახელმწიფო აუდიტის დამოუკიდებელი ორგანოს  გასაძლიერებლად.