Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

ჩვენ შესახებ

ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი

ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი ამოწმებს აუდიტის დაგეგმვის, პროცესებისა და პროცედურების ხარისხს, განაზოგადებს საუკეთესო პრაქტიკას და ავლენს იმ მიმართულებებს, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას.

 დეპარტამენტი ამზადებს აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის მიმოხილვას, რომელიც ითვალისწინებს აუდიტის ანგარიშის შედგენამდე განხორციელებული საქმიანობის შეფასებას აუდიტის სტანდარტებთან, პროფესიული ეთიკის ნორმებთან და საკანონმდებლო რეგულაციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

 ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორთან და წარუდგენს მას აუდიტორული საქმიანობის ხარისხის მიმოხილვის წლიურ ანგარიშს, რომლეშიც საქმიანობა ინსტიტუციურად არის შეფასებული ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული კომპეტენციების შემდეგ სფეროებში:

  • ადამიანური რესურსების და პროფესიული განვითარების სისტემის მართვის შეფასება;
  • აუდიტორული საქმიანობის გრძელვადიანი და საშუალოვადიანი დაგეგმვა;
  • აუდიტზე პასუხისმგებელი მმართველი რგოლის მუშაობის ეფექტიანობის შეფასება;
  • აუდიტორული საქმიანობის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;

საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვა და მისი შესრულების კოორდინაცია.

 ასევე, ორგანიზაციის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და ინვენტარიზაციის საკითხების ორგანიზება, ორგანიზაციის საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული შენობის საექსპლუატაციო პირობების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების განხორციელება და მონიტორინგი.

ადმინისტრაცია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაცია ახორციელებს სამსახურის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფას შემდეგი მიმართულებებით:

  • ახორციელებს ერთიან საქმისწარმოებას, არქივის წარმოებას, სამსახურის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების სისტემატიზაციას, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს;
  • ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად ამზადებს შესაბამის წინადადებებს და მასთან დაკავშირებულ პროექტებს;
  • უზრუნველყოფს კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნას;
  • უზრუნველყოფს სამსახურის  სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის გამართვას;
  • უზრუნველყოფს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობას, მათ შორის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას და პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;
  • უზრუნველყოფს სამსახურის შიდა და გარე კომუნიკაციის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას, ასევე სამსახურის ინტერნეტ-გვერდის ადმინისტრირებას;
  • უზრუნველყოფს ორგანიზაციის მენეჯმენტის სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, სამსახურის პრეზიდიუმის სხდომების მომზადებას და ოქმების წარმოებას;

შიდა აუდიტის დეპარტამენტი

დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგს.

ასევე, უზრუნველყოფს ორგანიზაციის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ეფექტიანობის ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას. გარდა ამისა, შიდა აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასებას.

შიდა აუდიტის პასუხისმგებლობაა ორგანიზაციაში დისციპლინის, პროფესიული და ეთიკური ნორმების/სტანდარტების სამსახურებრივი კონტროლი.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური

სამსახური უზრუნველყოფს კანონით განსაზღვრული მიზნებისა და მოთხოვნების შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას, ანალიზს და შემოწმებას. სამსახური, ასევე, უზრუნველყოფს პარტიების დაფინანსების პროცესის გამჭვირვალობას.

კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებზე. გარდა ამისა, სამსახური ახდენს შესაბამის რეაგირებას პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე;

იურიდიული დეპარტამენტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტი:

  • უწევს კონსულტაციას სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებს აუდიტთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;
  • ახორციელებს სამსახურებრივი დოკუმენტების  პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
  • ახორციელებს აუდიტის ანგარიშებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით შემოსული საჩივრების სამართლებრივ უზრუნველყოფას;
  • უზრუნველყოფს სასამართლო ორგანოებში სამსახურის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას;
  • ამზადებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს, ასევე დასკვნებს ნორმატიული აქტების პროექტებზე;

ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტი

ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის კურატორობის ქვეშ მოქცეულია სახელმწიფო, ავტონომიური და ადგილობრივი თვითმმართველი ბიუჯეტებიდან გაწეული სახსრებით დაფინანსებული პროგრამები და კონკრეტული ღონისძიებები.

 აღნიშნული დეპარტამენტის აუდიტორული საქმიანობა ფარავს, ასევე, საერთო მნიშვნელობის სახელმწიფო მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯებსა და დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების სახსრებს.

 დეპარტამენტი უზრუნველყოფს ზემოთ აღნიშნული მიმართულებებით აუდიტის ობიექტის საქმიანობის ან/და განხორციელებული პროგრამების/პროექტების ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შემოწმებას, შეფასებასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას.