Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

ჩვენ შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიში

განახლების თარიღი: 09:09:2016

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 239-ე მუხლის შესაბამისად, მომზადდა ანგარიში 2015 წლის საქმიანობის შესახებ.

2015 წლის აუდიტებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა (სას) შეისწავლა  სახელმწიფოსთვის ყველაზე აქტუალური სფეროები -10 პრიორიტეტული მიმართულებით. წლის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 122 აუდიტი, რომლითაც დაფარა 5,894  მილიონი ლარი და გასცა 347 რეკომენდაცია. აუდიტებით გამოვლენილმა დარღვევების  თანხობრივმა მოცულობამ 148 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის:

  • შესყიდვების მართვის პროცესში არსებული დარღვევების - 68.9 მილიონი ლარი
  • საბიუჯეტო რესურსების მართვის პროცესში არსებული დარღვევების - 46.4 მილიონი ლარი
  • აქტივების მართვის პროცესში  არსებული დარღვევების - 32.1 მილიონი ლარი

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს წარმატებით მიმდინარეობდა სამწლიანი პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განვითარება“, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.  

ასევე, აუდიტის მართვის სისტემის (AMS) დასანერგად,  ნორვეგიის სამეფოსგან მიღებული გრანტის ფარგლებში, სამსახურმა შეისყიდა აუდიტის მართვის ელექტრონული სისტემა (MK Insight), რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება აუდიტის პროცესის გამარტივება, დაჩქარება და ხარისხის გაუმჯობესება.

ამავე წელს, სამსახურის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით, საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (TWINNING) ფარგლებში ჩატარდა 29 მისია, რომელმაც მოიცვა 18 ღონისძიება სხვადასხვა მიმართულებით.

2015 წელს, არსებითად გაუმჯობესდა სას-ისა და პარლამენტის ურთიერთთანამშრომლობა; პარლამენტში განხორციელდა 7 აუდიტის ანგარიშის საკომიტეტო განხილვა. აგრეთვე, GIZ-ის დახმარებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა აუდიტის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზნებია: აუდიტის ანგარიშების ყოველთვიური განხილვა, საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება, და ანგარიშებთან დაკავშირებული სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა.

2015 წელი გამოირჩეოდა ახალი პროექტების დაწყებითაც, მათ შორის,  პროექტის - „აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა“, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს. პროექტი ითვალისწინებს თანაშმრომლობას პარლამენტთან, მედიასთან, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორთან სხვადასხვა ინოვაციური გზების მეშვეობით. წლის განმავლობაში, გაიმართა არაერთი შეხვედრა პარლამენტთან და არასამთავრობო სექტორთან, და ასევე, ჩატარდა მედია სემინარები სამსახურის საქმიანობის უკეთ გასაცნობად.