Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

ჩვენ შესახებ

2013 წლის ანგარიში

2013 წელს საგრძნობლად გაიზარდა როგორც ჩატარებული აუდიტების რაოდენობა, ასევე აუდიტორული საქმიანობით ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი და სექტორული დაფარვის მაჩვენებელი. კერძოდ, აუდიტორული საქმიანობის შედეგად 2013 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეადგინა 87 ანგარიში, რომლითაც მოიცვა 4.3მილიარდი ლარი (გარდა ეფექტიანობის აუდიტით მოცული თანხისა - ჯამში 188 მილიონი ლარი), ხოლო ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილმა დარღვევების თანხობრივმა მოცულობამ 194 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის არამიზნობრივი და არაეკონომიური განკარგვის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტმა იზარალა 132 მილიონი ლარით, ხოლო უკეთესი მმართველობის პირობებში შესაძლებელი იქნებოდა 39 მილიონი ლარის დაზოგვა. მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოებს მიეწოდათ 24 ანგარიში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ინოვაციური და თანამედროვე აუდიტორული მიდგომებისა თუ ტექნიკების პრაქტიკაში დანერგვით, ხელს უწყობს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებას. გასული წლის მანძილზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საფუძველი ჩაეყარა არა ერთ ინოვაციურ პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავს აუდიტორული საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას და არსებული რესურსებით მეტი სარგებლის მიღებას:

  1. დაიწყო ინფორმაციული სისტემების აუდიტის დანერგვა;
  2. აუდიტისწლიურიგეგმისშედგენისმეთოდოლოგია;
  3. აუდიტის შედეგების აღრიცხვა, კლასიფიცირება და ანგარიშგება;
  4. რეკომენდაციებისშესრულებისმონიტორინგისსისტემა;

გასულ წელს, რიგ საკითხებში, კიდევ უფრო გაღრმავდა თანამშრომლობა საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის. აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 2013 წელს:

- საქართველოს პარლამენტში გაიგზავნა 76 აუდიტის ანგარიში და შესაბამისი მასალები;

-ბიუჯეტის შესრულებასთან/ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული მოხსენებები/დასკვნების შედეგად გამოვლინდა 82 სისტემური დონის ხარვეზი, რომელზეც გაცემულ იქნა 53 რეკომენდაცია;

-გაიმართა შესაბამისობის 1 აუდიტისა და ეფექტიანობის 2 აუდიტის ანგარიშის შედეგების საკომიტეტო განხილვა.

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აღსანიშნავია, რომ უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI) 2013 წლის შეფასებით, შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობა თანამშრომლობისა და ინსტიტუციური განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დასახელდა.