Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

ჩვენ შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით 2014-2015 წლებში განხორციელებული აუდიტების შესახებ

განახლების თარიღი: 02:12:2016

ანგარიში მომზადებულია „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რომლის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს პარლამენტს 2 წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული აუდიტების შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩაატარა 85 აუდიტი1 , აქედან, 44 - ფინანსური და 41 - შესაბამისობის. სულ აუდირებულმა თანხამ შეადგინა 2 045 588.9 ათასი ლარი. აუდიტების შედეგად გამოიკვეთა, რომ მუნიციპალიტეტები საქმიანობისას ძირითადად ხელმძღვანელობენ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით, თუმცა გამოიკვეთა 1850-ზე მეტი სხვადასხვა ხასიათის ფინანსური დარღვევა-ნაკლოვანება, საერთო თანხით 691 748.0 ათასი ლარი. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია საბიუჯეტო რესურსებისა და აქტივების არამიზნობრივი/არაეფექტიანი განკარგვით, შესყიდვების პროცესში არსებული სხვადასხვა დარღვევით, ასევე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგებისას წარმოქმნილი ხარვეზებით.

მიმაგრებული ფაილები