Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

განახლების თარიღი: 24:03:2017

ჩვენ წარმოვადგენთ მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე თანამედროვე, დამოუკიდებელ და წარმატებულ აუდიტორულ ინსტიტუტს, რომლის საქმიანობაში ჩარევა კანონით აკრძალულია.

ჩვენი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს პარლამენტის მიერ მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაში. პარლამენტს წარვუდგენთ დასკვნებს სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შესახებ, რითაც ხელს ვუწყობთ მათ ანგარიშვალდებულებას პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე - ჩვენ ვდგავართ ბიუჯეტის სადარაჯოზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიშებს, პროფესიულ დასკვნებსა და შეფასებებს ხშირად ეყრდნობიან და იყენებენ პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ მედიის წარმომადგენლები.

ექსპერტულ-ანალიტიკური მომსახურებით ხელს ვუწყობთ მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას, რათა უფრო მიზნობრივად, ეკონომიურად და პროდუქტიულად დაიხარჯოს საჯარო ფინანსები. სწორედ ამიტომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩამოყალიბდა როგორც კარგი მრჩეველი - უკეთესი მმართველობისათვის.

ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობით ხელს ვუწყობთ კორუფციისაგან თავისუფალი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებას და ვიცავთ გადასახადის გადამხდელთა ინტერესებს - ჩვენ ვემსახურებით საზოგადოების კეთილდღეობას.

ჩვენი სტრატეგიული მიზნებია:

  • აუდიტორული საქმიანობით პარლამენტის ხელშეწყობა მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაში;
  • მთავრობის ხელშეწყობა ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმების განხორციელებაში;
  • პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა;
  • ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება საქმიანობის ხარისხის ასამაღლებლად.

 

მიმაგრებული ფაილები